თეგებით ძიება

6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:

ვერძი 

დროის სწორი მენეჯმენტი სასურველი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის, მემკვიდრეობით დიდი ქონება მიიღოთ. უძრავ ქონებაში ინვესტიცია კარგ შემოსავალს მოგიტანთ. მეუღლე ყოველთვის თქვენ გვერდით იქნება და გაგამხნევებთ.

კურო 

თქვენი უნარები სამსახურში წარმატებას მოგიტანთ. ქონებრივი დავა თქვენი გამარჯვებით დასრულდება. კარგი იქნება თუ ხარჯებს შეამცირებთ. ჯანსაღი კვება და ვარჯიში სასურველი ფორმის მიღწევაში დაგეხმარებათ. ურთიერთობა, რომელიც დიდი ხანია გრძელდება, თქვენი ინიციატივით დასრულდება.

ტყუპები

სამსახურში ძალიან საინტერესო დღე გექნებათ და ახალ გამოცდილებას შეიძენთ. საკუთარი შესაძლებლობები აუცილებლად დააფასეთ, წინაღმდეგ შემთხვევაში წარმატებას ვერ მიაღწევთ. მოგზაურობის დასაგეგმად შესაფერისი დროა. ახალი სიყვარული თქვენ ცხოვრებაში მოულოდნელად შემოიჭრება.

კირჩხიბი

ფინანსური კრიზისი დიდ პრობლემებს შეგიქმნით. სოციალურ ქსელში თქვენი პოპულარულობა გაიზრდება. არ თქვათ უარი თქვენს ოცნებებზე და იფიქრეთ მომავალზე. ყოველთვის ნუ ენდობით იღბალს. იოგა კარგია სულიერი სიმშვიდის მისაღწევად.

ლომი

თქვენი გეგმები სწრაფად არ განხორციელდება, მაგრამ გახსოვდეთ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. საკუთრებასთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნებათ. ადრე განხორციელებული ინვესტიცია კარგ შემოსავალს მოგიტანთ. ახალი ურთიერთობის დასაწყებად შესაფერისი დრო არა არის. 

ქალწული

პრობლემები, რომლის გადაჭრას დიდი ხანია ცდილობდით, მარტივად მოგვარდება. ახალი ინვესტიციის წყალობით თქვენი ფინანსური პრობლემები მოგვარდება. კარი იქნება თუ ფიზიკურ აქტოვობას მეტ დროს დაუთმობთ. საყვარელი ადამიანი რომანტიკული საღამოს მოგიწყობთ.

სასწორი

სამუშაო ადგილას თავს კომფორტულად იგრძნობთ. ყველა დავალებას ბოლო წუთისთვის ნუ მოიტოვებთ. ოჯახის უფროსი წევრი თქვენი მიღწევით იამაყებს. მოგზაურობა ახალი იდეებით აგავსებთ. საყვარელი ადამიანის გვერდით გატარებული ყოველი წამი გაგაბედნიერებთ.

მორიელი 

სასურველი მიზნის მისაღწევად ბევრი შრომა და სწავლა მოგიწევთ, მაგრამ შედეგი ამ ყველაფრად ღირს. ქონების გაყიდვით თქვენი შემოსავალი გაიზრდება. არ მოდუნდეთ და დაიწყეთ ვარჯიში, რათა სასურველი ფორმა შეინარჩუნოთ. საყვარელ ადამიანი გულს გატკენთ. 

მშვილდოსანი

მეგობრებთან ერთად მოგზაურობა სახალისო და თავგადასავლებით სავსე იქნება. სამსახურში უყურადღებობის გამო შესაძლოა, დიდი შეცდომა დაუშვათ. გამორიცხული არ არის, ახალი სახლის მეპატრონე გახდეთ. თქვენი შემოსავალი საბედნიეროდ დასტაბილურდება.

თხის რქა 

ეცადეთ, დრო სწორად გადაანაწილოთ, წინააღმდეგ შემთხევაში ვერაფერს მოასწრებთ და ქაოსურ სიტუაციაში აღმოჩნდებით. კარგია აიღოთ შვებულება და თქვენი ოცნების ადგილას წახვიდეთ დასასვენებლად. საპირისპირო სქესის ადამიანი თქვენი შარმით მოიხიბლება.

მერწყული

ჯანრთელობის პრობლემები წარსულს ჩაბარდება. თქვენი შემოსავალი გაიზრდება და ფინანსურ მდგომარეობას საბედნიეროთ გააუმჯობესებთ. ურთიერთობაში რთულ პერიოდს გადიხართ და შესაძლოა ყველაფერი დაასრულოთ.

თევზები 

უძრავი ქონების შეძენისას სიფრთხილე გამოიჩინეთ. დროა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ თქვენ საქმიანობას. აკადემიურ ფრონტზე ზედმეტი თავდაჯერებულობა კარგ შედეგს მოგიტანთ. საყვარელი ადამიანი საღამოს გაგილამაზებთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა