თეგებით ძიება

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საქართველოს და ევროკავშირის დროშები გაშალეს

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე "ხალხის ძალის“ კანონის განხილვას დიდი ხმაური მოჰყვა.

პარალელურად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კანონპროექტის წინააღმდეგ მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. 

მათ საქართველოს და ევროკავშირის გიგანტური დროშები გაშალეს - ისმის საქართველოს, EU-ს და უკრანის ჰიმნები. 

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი "ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობენ. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა