თეგებით ძიება

7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:

ვერძი 

ახალი შემოსავალი თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ბევრი იშრომეთ და აკადემიურ სფეროში ყველა დავალებას დროულად შეასრულებთ. დროა ახალი უნარების შესწავლა დაიწყოთ. ფიზიკური დატვირთვა და ვარჯიში სასურველ ფორმას შეგინარჩუნებთ.

კურო 

მოგზაურობა ძალიან სახალისო აღმოჩნდება. კონფლიქტი თავიდან აიცილეთ და დარწმუნდით, რომ ყველაფერი კარგად ვითარდება. მოგზაურობისას სიფრთხილე გამოიჩინეთ, რომ არ დაკარგოთ ბევრი ნივთი. ახალი მეგობრობა დიდ რომანში გადაიზრდება.

ტყუპები

თქვენი შრომა პრემიის სახით დაფასდება. კარგი იქნება თუ პირადი პრობლემებს ცოტა ხნით გვერდზე გადადებთ და ოჯახს მეტ ყურადღებას მიაქცევთ. ჯანმრთელობის პრობლემები  თავს შეგახსენებთ. საყვარელ ადამიანთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ.

კირჩხიბი

მოგზაურობა, რომელსაც გეგმავდით, ძალიან საინტერესო აღმოჩნდება. თქვენ ჯანმრთელობას სათანადო დრო და ყურადღება დაუთმეთ. სამსახურში თავი შეიკავეთ კონფლიქტური სიტუაციისგან და სიმშვიდე შეინარჩუნეთ. განსხვავებული შეხედულების გამო საყვარელ ადამიანთან იკამათებთ. 

ლომი

ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება თქვენი ბიზნესი კრახამდე მიიყვანოს. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას და ნუ გადაიღლებით. ეცადეთ, მოერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს. საყვარელი ადამიანი თქვენი ბედნიერებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

ქალწული

სამსახურში შესაძლოა დავალება დროულად ვერ შეასრულოთ და შენიშვნა მიიღოთ. მემკვიდრეობით დიდ ქონებას მიიღებთ. მეგობრებთან ერთად პიკნიკზე კარგ დროს გაატარებთ. სიყვარული თქვენ ცხოვრებას მთლიანად შეცვლის და სამყაროს გაგიფერადებთ. 

სასწორი

ინვესტიცია არც ისე წარმატებული აღმოჩნდება, მაგრამ გული არ გაიტეხოთ. სამსახურში თქვენი შრომა ხელმძღვანეობის ხრიდან დაფასდება და შესაძლოა მნიშვნელოვანი პოზიცია დაიკავოთ. ჯანმრთელობის პრობლემები მალე მოგვარდება და კვლავ ძველ ფორმას დაიბრუნებთ. 

მორიელი 

ახალი შემოსავლის დახმარებით ფინანსური კრიზისი წარსულს ჩაბარდება. თავს ენერგიულად და პოზიტიურად იგრძნობთ, რაც წინსვლის საშუალებას მოგცემთ. ეცადეთ, კონცენტრირება მოახდინოთ ერთ დავალებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრ შეცდომას დაუშვებთ. შეყვარებულის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება დღეს ძალიან გაგაღიზიანებთ.

მშვილდოსანი

ყველაფერი იმაზე კარგად ვითარდება, ვიდრე გეგმავდით. არ შეუშინდეთ ცვლილებებს, ისინი წინსვლაში და ბევრი უნარის განვითარებაში დაგეხმარებათ. თქვენი ფინანსური მდგომარეობა არც ისე დამაკმაყოფილებელია, რაც თქვენ განწყობაზეც აისახება. ეცადეთ, დამოუკიდებლად გადადგათ ნაბიჯი და არ იყოთ ოჯახის წევრებზე დამოკიდებული. 

თხის რქა 

ყოველთვის ვერ იქნებით გამარჯვებული, მარცხმა ნებისმიერ დროს შესაძლოა იჩინოს თავი. ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად შესაფერის პერიოდს დაელოდეთ და არ იჩქაროთ. აკადემიურ სფეროში საინტერესო კონტაქტებს გაიჩენთ. საყვარელ ადამიანთან ერთად სასიამოვო ღონისძიებას დაესწრებით. 

მერწყული

სამსახურში წინააღმდეგობებს შეხვდებით, მაგრამ საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოთ. ამ ეტაპზე სტაბილურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ, მაგრამ უმჯობესია ახალი შემოსავლის ძიება დაიწყოთ. რომანტიკული ურთიერთობა წარმატებული აღმოჩნდება და თქვენი ცხოვრება მთლიანად შეიცვლება. 

თევზები 

თქვენი შრომა და მიზანდასახულობა კარგ შედეგს მოგიტანთ. სამსახურში კოლეგას თქვენი დახმარება დასჭირდება და მხარი დაუჭირეთ. არაჯანსაღი საკვები თქვენ ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს. ახალი სამსახურის დახმარებით თქვენი შემოსავალი სტაბილურ სახეს მიიღებს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა