საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსამდე მოიმატებს - ნახეთ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 მარტამდე სითბოს ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსამდე მოიმატებს.
ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.