10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
ქონებრივი დავა თქვენი გამარჯვებით დასრულდება. დღეს თქვენი დღეა და ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ. საქმის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ. ახალი შეთავაზება წარმატებას მოგიტანთ. საყვარელი ადამიანის გვერდით საინტერესო დროს გაატარებთ.
კურო
მარტივი რჩევების გათვალისწინება ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. სამსახურში სამუშაოს კარგი შესრულება თქვენს თვითშეფასებას აამაღლებს. კრიზისული სიტუაციიდან მარტივ გამოსავალს იპოვით. თქვენი ოჯახი მუდამ თქვენ გვერდით იქნება.
ტყუპები
შეინარჩუნეთ აქტიური ცხოვრების წესი და მიირთვით ჯანსაღი საკვები. სასიამოვნო ოჯახური შეკრება გელით. შვებულების დროს საინტერესო ადამიანს გაიცნობთ და შესაძლოა ახალი რომანიც კი დაიწყოთ.
კირჩხიბი
ახლობელი ადამიანის ვიზიტი თქვენ განწყობას აამაღლებს. სამსახურში არსებული გაუგებრობა თქვენ სასარგებლოდ შემოტრიალდება. ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ. სამსახურში დატვირთული გრაფიკი გექნებათ. საყვარელი ადამიანის წარმატება ძალიან გაგახარებთ.
ლომი
თუ შვებულებას გეგმავთ, ყველა საქმე და დავალება დროულად შეასრულეთ. გამორიცხული არ არის, ჯანმრთელობის მცირე პრობლემები შეგექმნათ. თქვენი ოპტიმისტური განწყობა ოჯახის წევრებსაც მოიცავს. ხანგრძლივი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავა.
ქალწული
ახალი შემოსავლის წყარო გამოჩნდება და კრიზისული სიტუაციიდან თავს დაახწევთ. საქმიანი მიზნით ხანმოკლე მოგზაურობაში წახვალთ. სამსახურში კოლეგების დახმარებით ყველა დავალებას დროულად შეასრულებთ. ურთიერთობაში შესაძლოა რომანტიკა გაქრეს.
სასწორი
ოჯახის წევრებთან ერთად გატარებული ყოველი წამი ბედნიერებით აგავსებთ და მათთან დაგაახლოვებთ. ინვესტიცია სასურველ შედეგს მოგიტანთ. ფინანსური კრიზისი მალე მოგვარდება და თქვენი შემოსავალიც გაიზრდება. საყვარელ ადამიანთან ერთად სასიამოვნო საღამოს გაატარებთ.
მორიელი
სამსახურში თქვენი უნარების გაუმჯობესების კარგი შესაძლებლობა გექნებათ. აკადემიურ ფრონტზე სასურველი შედეგის მისაღწევად ხანგრძლივი შრომა მოგიწევთ. ჯანსაღი საკვების მიღება თქვენს ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას მოახდენს. თაყვანისმცემელი თავის გრძნობებში გამოგიტყდებათ.
მშვილდოსანი
თქვენი საჩუქარი მეგობარს ძალიან გაახარებს. აკადემიურ საქმიანობაში ოჯახის წევრების დიდ მხარდაჭერას იგრძნობთ. ჯანსაღი კვება კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის. ახალი წამოწყება თქვენს მთელ დროსა და ყურადღებას მოითხოვს. საყვარელ ადამიანთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ.
თხის რქა
თუ ახალ სამსახურს ეძებთ, საინტერესო წინადადებას მიიღებთ და ახალ გამოცდილებას შეიძენთ. ინვესტიცია სასურველ შედეგს მოგიტანთ. მეგობრების მოულოდნელი ვიზიტი თქვენ გეგმებს მთლიანად შეცვლის. ხანგრძლივი ურთიერთობა ქორწინებით დასრულდება.
მერწყული
მემკვიდრეობით შესაძლოა დიდი ქონება მიიღოთ. კოლეგა თქვენს გაღიზიანებას შეეცდება და არ აყვეთ მას. სასურველი შედეგის მისაღებად ყველაფერი გააკეთეთ, მაგრამ საკუთარ პრინციპებს არ უღალატოთ. საყვარელი ადამიანი თქვენ მიმართ დიდ ყურადღებას გამოიჩენს.
თევზები
ფინანსური კრიზისი ახალი შემოსავლის წყალობით დასრულდება. ოჯახის წევრებს სათანადო ყურადღება დაუთმეთ. თქვენი შემოსავალი მოულოდნელი წყაროებით გაიზრდება. შესაძლოა ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით არ წავიდეს, მაგრამ შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი.