დედამ შვილი ლოგინშიც უნდა ჩაიწვინოს, მიიხუტოს, ელაპარაკოს - პედიატრი დედებს ჩვილის ყოველდღიურ მოვლაზე რჩევებს აძლევს
პედიატრი, ყარამან ფაღავა აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე, დედამ ჩვილი ლოგინშიც უნდა ჩაიწვინოს, მიიხუტოს, ელაპარაკოს.
"ყოველ წამოტირებაზეც შეიძლება ძუძუ მისცეს დედამ, ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვი ყოველ ჯერზე ჭამს, მას დამაწყნარებელი ეფექტი აქვს, ამ დროს ჩვილის ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონები გამოიყოფა.
მთავარია არა ყიფლიბანდის დახურვის ვადები, არამედ თავის ზომა, თუმცა, არ არის სასურველი, რომ ვადაზე ადრე ან გვიან დაიხუროს.
აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც დედას ჩვილი სულ ხელში ჰყავს, კოლიკა ნაკლებად აწუხებთ, ხელში აყვანა ამ დროს მნიშვნელოვანია", - განაცხადა ყარამან ფაღავამ.
წყარო: მშობლები