თეგებით ძიება

ზოდიაქოს ნიშნები ქორწინებაში - გაიგეთ, ვინ როგორია სინამდვილეში

ზოგიერთი ადამიანი ქორწინების შემდეგ იცვლება და მის ნამდვილ ბუნებას ავლენს. გაგაცნობთ ზოდიაქოს ნიშნის ქალების რეიტინგს საუკეთესოებიდან უარესებისკენ:

კირჩხიბი

თუ კირჩხიბი შეგხვდათ გზაზე და მასთან აპირებთ საკუთარი ბედის დაკავშირებას - გილოცავთ! ნამდვილად გაგიმართლათ! კირჩხიბი ქალები აფასებენ ოჯახურ ცხოვრებას, მასში დებენ მთელ ძალებსა და დროს, ემოციებს. ისინი არასდროს მოგატყუებენ. კირჩხიბი ნამდვილი ძუ მგელია – ერთადერთი მთელი ცხოვრების განმავლობაში.

თევზები

თევზები ძალზე ნიჭიერი და მოსიყვარულე პარტნიორები არიან, არაფერს დაიშურებენ იმისთვის, რომ პარტნიორი ბედნიერი იყოს. მისი ნატურის ერთი ნაწილი შემოქმედებაში თვითგამოხატვისკენ ისწრაფვის, მეორე კი ბავშვებისკენ, რომელთა აღზრდა თავიანთ მეორე ნახევართან ერთად სურთ. თუ თევზი-ქალი შემოვა თქვენს ოჯახში, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ – ისინი ერთგული, ჭკვიანი ქალები არიან და თქვენს ცხოვრებაში სილამაზეს შემოიტანენ.

სასწორი

მესამე ადგილზე არიან სასწორები – უჩვეულოდ სასიამოვნო, დინამიკურად მოაზროვნე ქალები, რომლებიც გრძელვადიან მიზნებს ისახავენ. მათთან ჩხუბი შეუძლებელია, ის სასურველს პირდაპირ, თავისი სიკეთით იღებს და არა მანიპულაციებითა და სხვა გზებით. სასწორ ქალებს უყვართ სექსი და რომანტიკა, მზად არიან ექსპერიმენტებისთვის.

კურო

მამაკაცებო, დროთა განმავლობაში აღმოაჩენთ, რომ ქალ-კუროსთან დაპირისპირება ქორწინებას დადებით სტიმულს აძლევს. ისინი ძალზე ჭკვიანები არიან, ამიტომ თქვენი ტვინი მუდმივად უნდა ამუშაოთ, რომ ქალ კუროს არ ჩამორჩეთ. კუროები ძალზე ერთგული ცოლები, ასევე შესანიშნავი დედები არიან.

მერწყული

მერწყული ქალი ძლიერი და დამოუკიდებელი, სასიამოვნო და მოსიყვარულეა. ერთადერთი, რაც მამაკაცმა უნდა დაიმახსოვროს, ისაა, რომ ურთიერთობები მოსაწყენი არ უნდა გახდეს, ამას მერწყული ქალი ვერ იტანს. ის ასევე ძალზე გამჭრიახი და ენამახვილია, ამიტომ მას მამაკაცი ამ მხრივაც უნდა შეეფერებოდეს.

თხის რქა

სახლი, ბიზნესი და ბავშვები ძნელად შესათავსებელია, მაგრამ თხის რქა თავისი დახვეწილობით ყველაფერს გაართმევს თავს. როდესაც მამაკაცი თხის რქაზე ქორწინდება, ეს ნიშნავს, რომ ცოლად მოჰყავს წესრიგი და განრიგი. ესაა ძალზე ორგანიზებული ქალი, მაგრამ ნამდვილი „ვულკანი“ საწოლში.

ტყუპი

ტყუპი ქალი ერთ-ერთი ყველაზე მოსიყვარულე ცოლია, მაგრამ ეს მანამ, სანამ მისი ინტერესები არ შეიცვლება. ტყუპი ქალი ძალზე მრავალმხრივი ნატურაა, არის შემოქმედებითი, ერთგული, მაგრამ ხშირად აჩვენებს თავის ბნელ მხარესაც – კაპრიზებს, მერყეობასა და ზედაპირულობას.

მორიელი

მორიელი ქალი მამაკაცში საუკეთესო თვისებებს გამოავლენს, თუმცა მამაკაცი მტკიცედ უნდა იდგეს და ძლიერი ხასიათი უნდა ჰქონდეს, რადგან ქალი იმაზე მეტს მოითხოვს, ვიდრე მას შეუძლია გასცეს. მიუხედავად ამისა, მაღალი მიზანი შეიძლება მამაკაცისთვის საკუთარ თავზე მუშაობის ბიძგი გახდეს და ქალიც ვალში არ დარჩება. მორიელები კარგი საყვარლები არიან – მათთან არ მოიწყენთ.

ქალწული

თუ მამაკაცს ქალწულზე სურს დაქორწინება, მეუღლის როლისთვის უნდა იყოს შექმნილი. ქალმა შესანიშნავად იცის, რა არის სწორი და რა – არასწორი და შეიძლება ამან მისთვის იმუშაოს, მაგრამ მამაკაცისთვის – ყოველთვის არა. ხანდახან ჯობს მამაკაცი უბრალოდ დათანხმდეს მას და უთხრას: „დიახ, ძვირფასო“. თუ მამაკაცს სურს დატკბეს ქალწულის არაჩვეულებრივი სიყვარულის უნარით, უნდა მოერგოს მას.

ლომი

ლომი ქალი ყველაფერს გაიღებს საყვარელი მამაკაცისთვის, თუმცა ამ უკანასკნელმა თვალი უნდა მიადევნოს მისი ხასიათის ცვალებადობას – ხან კარგ განწყობაზეა, ხან – საშინელზე და თუ ვერ მიიღო ის, რაც სურს, შეიძლება „აფეთქდეს“. ალბათ გსმენიათ გამოთქმა: „ვინც გვიყვარს, მას ვტკენთ“ – სწორედ ეს ითქმის ლომ ქალზე. თუ მამაკაცს ლომი ქალი შეუყვარდა, ამ ტკივილისთვისაც მზად უნდა იყოს.

ვერძი

ქალი ვერძი დიდებული, ლამაზი და მომხიბლავია, ასევე ამბიციური და თავდაჯერებული. როგორც ცოლი, უზომოდ ერთგულია, მაგრამ ამ ერთგულების საზღაურს მოითხოვს და თუ მამაკაცი მას საქორწინო გარიგების იდეალურ პირობებს არ შესთავაზებს, აუცილებლად მიატოვებს.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ქალები შესანიშნავი ცოლები არიან მანამ, სანამ იმას აკეთებენ, რაც სურთ. მათ ერთგულებაზე მეტად თავისუფლება სურთ, თუმცა ერთგული და ყურადღებიანი პარტნიორები არიან. მათ უფრო მეტად საკუთარი შემოქმედებითი გეგმები აინტერესებთ. მშვილდოსანი შესანიშნავი პარტნიორია ქორწინებაში, თუ მამაკაცი მის უცნაურობებს გაუმკლავდება.

წყარო: sputnik-georgia.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა