თეგებით ძიება
12. 03. 2023 სპორტი

"ხვიჩა არის საქართველოს წლის ადამიანი, აწი სულაც უცხოპლანეტელი რომ ჩამოფრინდეს თავისუფლების მოედანზე და კოსმოსში ნასწავლი ჩაკრულო იმღეროს" - გიორგი კეკელიძე

მწერალი, გიორგი კეკელიძე საქართველოს ნაკრებისა და იტალიურ კლუბ "ნაპოლის" ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს წლის ადამიანადა ასახელსბ.

"ხვიჩა არის საქართველოს წლის ადამიანი, აწი სულაც უცხოპლანეტელი რომ ჩამოფრინდეს თავისუფლების მოედანზე და კოსმოსში ნასწავლი ჩაკრულო იმღეროს.

დღეს ხვიჩას მშობლებს შევხვდი და მომიყვნენ მის ბავშვობაზე და ფანატიკურ სიყვარულზე ბურთისადმი და არაადამიანურ შრომაზე. ამიტომაც არის წლის ადამიანი, ამ დიდი გზისთვის, მერე დღევანდელი გოლისთვის, გუშინდელი პასისთვის და ხვალინდელი ჩემპიონობისთვის, არის იმ სამოქალაქო პოზიციისთვის, რაც ამ დღეებში გამოხატა, ვიღაც ფსევდო-ჩოხოსნები რომ შეუვარდნენ და აწი დამთავრდა შენი პოპულარობა ქართველ ხალხში, რადგან საქართველოს ევროპის ნაწილად ყოფნა გინდაო და დღევანდელმა დღემ ხომ დაამტკიცა, რომ კარგი და ბუნებრივია ევროპის ნაწილობა - არც ქართველობას ვკარგავთ, პირიქით უფრო ხმამაღლა და ზუსტად ჩანს ეს ქართველობა", - წერს კეკელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა