თეგებით ძიება

თევზი ქალი - დახასიათება

თევზი ქალი - გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სილამაზითაც რომ არ გამოირჩეოდეს, იგი მაინც ნაზი და სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რეგ­ნო­ბის იქ­ნე­ბა. თანაც ყო­ველ­თვის ზუსტად იცის, სად, რო­გორ და რა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­მო­ი­ყე­ნოს თა­ვი­სი ქა­ლუ­რი შარ­მი და მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა. ამი­ტომ, გა­საკ­ვი­რი არაა, ის ფაქ­ტი რომ მათი ბავ­შვუ­რი გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბა და და­უც­ვე­ლი იმი­ჯი, ბევრ მა­მა­კაც­ზე მოქ­მე­დებს მო­მა­ჯა­დო­ებ­ლად. ეს ის ქა­ლია, რო­მელ­საც ოს­ტა­ტუ­რად შე­უძ­ლია, ძლი­ე­რი სქე­სის ნე­ბის­მი­ერ წარ­მო­მად­გე­ნელს, სა­ჭი­როდ და ყოვ­ლის­შემ­ძლედ აგ­რძნო­ბი­ნოს თავი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­რეგ­ნუ­ლად ხში­რად ჯა­დოს­ნუ­რი ზღაპ­რი­დან გად­მო­სულ ფე­რი­ას წა­ა­გავს. ბევ­რი თევ­ზი ქალი, გა­სა­ო­ცა­რი სუ­ლი­ე­რი სიძ­ლი­ე­რით და ამ­ტა­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ამ ნიშ­ნის მა­მა­კა­ცი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, თევზმა ქალ­მა ყო­ველ­თვის იცის სა­სურ­ველ მი­ზანს რო­გორ და რა სა­შუ­ა­ლე­ბით მი­აღ­წი­ოს.

პლა­ნე­ტა ნეპ­ტუ­ნი, რო­მე­ლიც ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს მფარ­ვე­ლობს, თევზ ქალს გა­სა­ო­ცა­რი ინ­ტუ­ი­ცი­უ­რო­ბით და ადა­მი­ან­თა ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში ად­ვი­ლად გარ­კვე­ვის ნი­ჭით აჯილ­დო­ვებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ტი­პი­უ­რი თევ­ზი ქალი ხში­რა­დაა მე­გობ­რე­ბის მე­სა­ი­დუმ­ლე და სა­უ­კე­თე­სო მრჩე­ვე­ლი.

თევ­ზი ქა­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას თან­და­ყო­ლი­ლი, ძა­ლი­ან დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბა და სტი­ლის შეგ­რძნე­ბა გა­აჩ­ნია. ისი­ნი აღ­მერ­თე­ბენ ძვიფ­რა­სი ფაქ­ტუ­რის სა­მოსს, ატ­ლასს, ქიშ­მირს, ბუკ­ლეს. არა­ნაკ­ლებ სი­სუს­ტეს ამ­ჟღავ­ნე­ბენ სუ­ნა­მო­ე­ბის და თა­ვის მოვ­ლის სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­მართ. რაც და­მე­თან­ხმე­ბით საკ­მა­ოდ დიდ ბი­უ­ჯეტს მო­ი­თხოვს. თუმ­ცა ფი­ნან­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი, თევ­ზე­ბის­თვის აფ­სო­ლუ­ტუ­რად აუთ­ვი­სე­ბე­ლი სფე­როა. ამი­ტომ თევზ ქალს, ისე­ვე რო­გორც ამ ნიშ­ნის მა­მა­კაც წარ­მო­მად­გენ­ლებს, ფი­ნან­სებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ძალ­ზე და­უ­დე­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­აჩ­ნია.

თევზი ქალის ხელში ფული ისე ქრე­ბა, რო­გორც საპ­ნის ბუშ­ტე­ბი მზე­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუკი მას­თან ერ­თად აპი­რებთ ცხოვ­რე­ბის გა­ტა­რე­ბას, კარ­გი იქ­ნე­ბა ზემ­ოთხსე­ნე­ბულ ნი­უ­ანსს თუ გა­ით­ვლის­წი­ნებთ და ოჯა­ხურ ბი­უ­ჯეტს მთლი­ა­ნად მას არ გა­და­ა­ბა­რებთ, თო­რემ ერთ დღე­საც სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულს, სავ­სე მა­ცივ­რის ნაც­ვლად, გუ­ჩის ძვი­რა­დღი­რე­ბულ კა­ბა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მე­უღ­ლე დაგ­ხვდე­ბათ.

ძლი­ერ სქეს­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში, თევ­ზი ქალი ლო­ი­ა­ლუ­რი, დამთმო­ბი და კე­თილ­მო­სურ­ნეა. სწო­რედ ეს თვი­სე­ბე­ბი ეხ­მა­რე­ბა მას იმა­ში, რომ ყო­ველ­თვის მი­ი­ღოს ის რაც უნდა სა­პი­რის­პი­რო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან. გა­სა­ო­ცა­რი ნიჭი, კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის შექ­მნი­სას მომ­ხიბ­ვლე­ლი ღი­მი­ლით უპა­სუ­ხოს მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს და თევ­ზი­ვით, მშვი­დად გა­ე­რი­დოს და­ძა­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას, ხში­რად ეხ­მა­რე­ბა მას იმა­ში, რომ ნე­ბის­მი­ე­რი გარ­თუ­ლე­ბა, მის­თვის სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­ღე­ბით მოგ­ვარ­დეს. სა­ი­მი­სოდ, რომ უხერ­ხულ შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხებს თავი აა­რი­დოს, ან პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და­ე­მა­ლოს, თევზ ქალს უწყი­ნა­რი ტყუ­ი­ლე­ბის თქმაც შე­უძ­ლია ხან­და­ხან. ხოლო და­ძა­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, იგი ასე­თი­ვე ოს­ტა­ტო­ბით მო­ა­ხერ­ხებს, სა­კუ­თა­რი ში­ნა­გა­ნი აფო­რი­ა­ქე­ბა, ზრდი­ლო­ბი­ა­ნი ღი­მი­ლით და­ფა­როს.

რო­გორც დედა, თევ­ზი ქალი უზო­მოდ მო­სიყ­ვა­რუ­ლე, მზრუნ­ვე­ლი და თბი­ლია. თუმ­ცა ხა­სი­ა­თის სირ­ბი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბავ­შვე­ბის მყარ პრინ­ცი­პებ­ზე აღ­ზრდა ხში­რად უჭირთ ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს. სა­მა­გი­ე­როდ, ისი­ნი იმ დე­დე­ბის კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან, რო­მელ­თაც შვი­ლე­ბი ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე სა­კუ­თარ მე­სა­ი­დუმ­ლედ აღი­ა­რე­ბენ და მის­გან და­მა­ლუ­ლი არა­ფე­რი აქვთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა