თეგებით ძიება

15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:

ვერძი 

ჯანსაღი კვება და ვარჯიში კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის. ქონებრივი დავა თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება. ახალი სამუშაო ადგილი მნიშვნელოვან გამოცდილებას შეგძენთ. რომანტიკული ურთიერთობა დაუვიწყარი ემოციით აგავსებთ.

კურო 

ფინანსურად თქვენი მდგომარეობა დასტაბილურდება. ვარჯიში სასურველი ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. თუ ახალ სამსახურს ეძებთ, საინტერესო საქმიანობას მიიღებთ. საყვარელი ადამიანის ყურადღება დადებითი ემოციით აგავსებთ. 

ტყუპები

მოგზაურობა ძალიან სახალისო აღმოჩნდება. ჯანსაღი საკვები თქვენ ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებს. ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნო მოგზაურობას დაგეგმავთ. იღბალი დღეს თქვენ მხარესაა და გამოიყენეთ. საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ საღამოს გაატარებთ.

კირჩხიბი

საქმიანი მიზნით მოგზაურობა დიდ წარმატებას მოგიტანთ. ოჯახის წევრთან კამათი გულს გატკენთ. ქონებრივი დავა თქვენს სასარგებლოდ დასრულდება. გამორიცხული არ არის მემკვიდრეობით დიდი ქონება მიიღოთ და თქვენი ფინანსური მდგომარეობა გამოსწორდეს. აკადემიურ ფრონტზე თქვენი წარმატებით ყველა იამაყებს.

ლომი

ქონებრივი დავა თქვენ სასარგებლოდ დასრულდება. სამსახურში პოზიტიური ნაბიჯების დახმარებით დიდ წარმატებას მიაღწევთ. მეგობრების მოულოდნელი ვიზიტი მთელი დღის გეგმებს შეგიცვლით. ადამიანი, რომელიც მოგწონთ თქვენ გრძნობებს უპასუხოდ დატოვებს.

ქალწული

სამსახურში დატვირთული დღე გექნებათ. ქონებრივი დავა თქვენ სასარგებლოდ დასრულდება. ოჯახთან ერთად კარგ დროს გაატარებთ. ფინანსური პრობლემების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია ხარჯები შეამციროთ. საყვარელ ადამიანს თქვენი გრძნობები გაუმხილეთ.

სასწორი

არ იდარდოთ თქვენ ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან მალე გამოასწორებთ. სამსახურში თქვენ მნიშვნელობას ყველა დაინახავს ქონებრივი დავა თქვენი გამარჯვებით დასრულდება. საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობა საოცარი ემოციით აგავსებთ.

მორიელი 

წვეულებაზე კარგ დროს გაატარებთ. მოგზაურობა არც ისე სახალისო აღმოჩნდება, როგორც გეგონათ, მაგრამ არ მოიწყინოთ. ინვესტიცია სასურველ შედეგს მოგიტანთ. აკადემიურ ფრონტზე თქვენი წარმატება გაიზრდება. ამ ეტაპზე თქვენს ცხოვრებაში ახალი რომანის დრო არ არის.

მშვილდოსანი

ჯანმრთელობის პრობლემებს წარმატებით დაამარცხებთ. თქვენი შემოსავალი გაიზრდება და ფინანსურ კრიზისს წარსულში დატოვებთ. სამსახურში სწორი კომუნიკაციის დახმარებით წარმატებას მიაღწევთ. საყვარელი ადამიანის გვერდით სასიამოვნო დროს გაატარებთ. 

თხის რქა 

სამსახურში ყველაფერი თქვენი სურვილის მიხედვით განვითარდება. ოჯახის წევრებს სათანადო დრო დაუთმეთ. მოგზაურობა დადებითი ემოციით აგავსებთ. ხარჯების შემცირებით ფინანსურ კრიზისს თავიდან აიცილებთ. შეყვარებულთან ერთად რომანტიკულ ადგილას ივახშმებთ.

მერწყული

მოგზაურობისას ძალიან კარგ დროს გაატარებთ. ჯანმრთელობის მცირე პრობლემა თავს შეგახსენებთ. ჯანსაღი კვება და დიეტა სასურველ ფორმას შეგინარჩუნებთ. ხაეჯების ზრდა თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. 

თევზები 

ხანგრძლივი მოგზაურობა თავგადასავლებით სავსე აღმოჩნდება. გამორიცხული არ არის, საცხოვრებელი შეცვალოთ და ახალი სახლის მეპატრონე გახდეთ. ყველაფერი კარგად მიდის და არ დაკარგოთ მომავლის იმედი. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა