ძლიერი ქარი და წვიმა - როგორი იქნება უახლოესი დღეების ამინდი?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 მარტამდე სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. 15-16 მარტს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 16 მარტისთვის დღის საათებში დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე მოიმატებს.
ქ. თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.