17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
დღეს შესაძლოა გაღიზიანებული იყოთ. ახალი გარიგება არც ისე შედეგიანი აღმოჩნდება. სამსახურში თქვენი მოტივაცია გაიზრდება. ჯანმრთელობას მეტი ყურადღება დაუთმეთ. ოჯახის პატარა წევრს პირადი პრობლემის მოსაგვარებლად თქვენი დახმარება დასჭირდება.
კურო
ახალი ინვესტიციის წყალობით თქვენი შემოსავალი გაიზრდება. ოჯახური შეკრება და მათთან საუბარი დადებით განწყობას შეგიქმნით. პროდუქტიული დღე გექნებათ და საღამოს ოჯახთან ერთად კარგ დროს გაატარებთ. ახალი სიყვარული თქვენ ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.
ტყუპები
თქვენი მიზნები განახორციელეთ და დაიწყეთ ახალი ბიზნესი. ქონებრივი დავა თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება. პროფესიულ საქმიანობაში უფროსების შექება მეტ სტიმულს მოგცემთ. საყვარელი ადამიანის უყურადღებობის გამო განაწყენდებით.
კირჩხიბი
სამსახურში დაძაბული დღე გექნებათ შესაძლოა, უფროსებთან იკამათოთ. ახალი შემოსავალი თქვენ ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. საქმიანი შეხვედრა სასიამოვნოდ ჩაივლის. საყვარელი ადამიანის გვერდით თავს მშვიდად იგრძნობთ.
ლომი
აკადემიურ ფრონტზე ზედმეტი თავდაჯერებულობა კარგ შედეგს მოგიტანთ. სამსახურში ცვლილებები დაძაბულობას შემოიტანს და თქვენ მუშაობაზე მოახდენს ზეგავლენას. იღბალი თქვენს მხარესაა და შეძლებთ ახალი სახლის ყიდვას. თქვენ წინ უამრავი გამოწვევაა და მნიშვნელოვანია სწორი ნაბიჯები გადადგათ.
ქალწული
დროა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ თქვენ საქმიანობას. სამსახურში კოლეგების მხრიდან დიდ მხარდაჭერას იგრძნობთ. ახალი ინვესტიცია კარგ შედეგს მოგიტანთ, რაც თქვენ ფინანსებზე აისახება. ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნო საღამოს გაატარებთ. ახალი რომანი არც ისე ხანგრძლივი აღმოჩნდება.
სასწორი
სამსახურში წარმატებული დღე გექნებათ. შვებულება დადებითი ემოციით აგავსებთ. ფინანსური კუთხით უმჯობესია დაიწყოთ სერიოზული ცვლილებები. ეცადეთ მომავალს პოზიტიური კუთხით შეხედოთ და ოცნებებში გადაეშვათ. ურთიერთობაში არსებული პრობლემები მალე მოგვარდება.
მორიელი
აკადემიურ საქმიანობაში წარმატებას მიაღწევთ. სოცილურ ფრონტზე საინტერესო შეთავაზებას მიიღებთ. ქონებრივი დავა თქვენ სასარგებლოდ დასრულდება. უმჯობესია თქვენი ხარჯები შეამციროთ და ახალი შემოსავლის ძიება დაიწყოთ. საყვარელი ადამიანი მუდამ თქვენ გვერდით იქნება და მხარს დაგიჭერთ.
მშვილდოსანი
ახალი ქონების შესაძენად კარგი დროა. ჯანმრთელობის კარგ მდგომარეობას შეინარჩუნებთ. საკუთარ თავზე კონცენტრირდით და დაიწყეთ წინსვლა. ფინანსური კუთხით სტაბილურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ. თუ სიყვარულის მაძიებელთა რიგში ხართ, ცოტახნით მოცდა მოგიწევთ.
თხის რქა
ხანმოკლე მოგზაურობა საოცარი ემოციით აგავსებთ. დღეს შესაძლოა დაკავებული იყოთ და მეგობრებს, სათანადო დრო ვერ დაუთმოთ. ჯანმრთელობისთვის კარგია ვარჯიში დაიწყოთ. ადამიანი, რომელიც მოგწონთ სიყვარულში გამოგიტყდებათ.
მერწყული
დატვირთული გრაფიკის გამო ძალიან გადაიღლებით. საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობა საოცარი ემოციით აგავსებთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ისე გადადგით მომდევნო ნაბიჯი. არ შეუშინდეთ საკუთარი გრძნობების გამომჟღავნებას.
თევზები
სამსახურში უფრო მეტი დავალების შესრულება მოგიწევთ. ფინანსურად სტაბილური მდგომარეობის შესანარჩუნებლად, დროა ახალი შემოსავლის ძიება დაიწყოთ. ჯანმრთელობის კუთხით ყველა პრობლემა წარსულს ჩაბარდება. ურთიერთობაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ.