თეგებით ძიება

რა ითხოვს ბიზნესი შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით?

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში სამშენებლო კომიტეტის სხდომის ფარგლებში შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების და სამშენებლო ნებართვების გაცემის პირობები რამდენიმე დღის წინ განიხილეს.

ბიზნესი მთავრობის N255-ე დადგენილების და N41-ე დადგენილების, რომელიც შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებს არეგულირებს კორექტირების საჭიროებაზე საუბრობს.

რა რეკომენდაციები აქვს ბიზნესს და როგორ შეიძლება პრობლემური საკითხების გადაწყვეტა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა. მისითქმით, როგორც N255-ე, ასევე N41-ე მუხლის რევიზიაა საჭირო.

„ვფოკუსირდით კონკრეტულად იმ პრობლემაზე, რომელიც წარმოიშვა N255-ე მუხლის შემთხვევაში სამყოფ ფართებზე, ვგულისხმობთ, მაგალითად, საინჟინრო და სავენტილაციო არხებს, უნდა შედიოდეს თუ არა ბინის ფართში და დეველოპერს უნდა ჰქონდეს თუ არა შესაძლებლობა, რეალიზაციის დროს გაითვალისწინოს ეს ფართი, ამასთან, მუხლში ჩანაწერი არის, რომ ბინის შიგნით მოთავსებული კიბე და პლატფორმა ფართად არ იგულისხმება, რაც ბიზნესისთვის სრულიად გაუგებარია, ვინაიდან ამაში თანხა დახარჯულია“, - ამბობს საღირაშვილი.

აკაკი საღირაშვილმა N41-ე მუხლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საუბარი, ძირითადად ცეცხლმაქრებს შეეხო. მისივე თქმით, ბიზნესს აქვს ალტერნატიული გადაწყვეტილებები და შეუძლიათ ისეთი კიბეებისა და ტამბურების მოწყობა, რომელიც ხანძრის შემთხვევაში გაცილებით უკეთ მოახდენს ხალხის ევაკუაციას.

“როდესაც საქმე ბიზნესსა და ბიზნეს გარემოს ეხება, პრაქტიკოსების მიერ ხდება ამის შესწავლა. ერთია, რას დაწერ დოკუმენტში და სამართლებრივად მიანიჭებ მრავალჯერადი გამოყენების ძალას და მეორეა, როგორია პრაქტიკული იმპლემენტაცია რეალურ ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ გვაკისრია ის ფუნქცია, გავაკეთოთ რევიზია და პარლამენტს შევთავაზოთ უკეთესი გადაწყვეტილებები პრაქტიკიდან გამომდინარე“, - აღნიშნა აკაკი საღირაშვილმა.

წყარო: "ბი ემ ჯი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა