„დედის საფლავზე კვერცხის გადასაგორებლადაც ვეღარ ჩამოვა კასპში, სააღდგომოდ?” - ლევან ყურაშვილი ვლადიმერ პუტინზე
ბლოგერი, ლევან ყურაშვილი, ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“ანუ, რას მეუბნებით ახლა, რომ ადამიანი საკუთარი დედის საფლავზე კვერცხის გადასაგორებლადაც ვეღარ ჩამოვა კასპში, სააღდგომოდ???
ასეთი ევროპა მოგწონთ?!
სასწრაფოდ გამოვიდეთ რომის სტატუტის შეთანხმებიდან!” - წერს ყურაშვილი.
ცნობისთვის, ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.