როგორია 20 რიცხვში დაბადებული ადამიანი?
რიცხვი, რომელშიც არის ადამიანი დაბადებული, წარმოადგენს მის სავიზიტო ბარათს საზოგადოებაში და ქმნის ერთგვარ წარმოდგენას ჩვენი პიროვნების შესახებ.
20-ში დაბადებულები სამყაროსგან იღებენ ძალიან მგრძნობიარე, ემოციურ და მოსიყვარულე თვისებებს. ისინი ყველანაირად ცდილობენ სხვებს დაეხმარონ.
ამ რიცხვში დაბადებულებს უყვართ სიახლეები და ცვლილებები. უყვართ მოგზაურობა, ადგილის შეცვლა, ახალი ხალხის გაცნობა და ახალი გამოცდილების მიღება.
მათ უყვართ მეგობრული ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, არ მოსწონთ მარტო ყოფნა, ამიტომ ყოველთვის ირჩევენ საქმიანობასა და პროფესიას, სადაც ბევრი ადამიანი მუშაობს.
მათ აქვთ მხატვრული ნიჭი. ხშირად ამ რიცხვში ხელოვანი ადამიანები იბადებიან.
ამ რიცხვში დაბადებულებს, ნეგატიური თვისებებიც აქვთ. ისინი ძალიან ცვალებადი ბუნების ადამიანები არიან. შეიძლება ითქვას, ზომაზე მეტად ემოციურებიც. თავიანთი ემოციების კონტროლი უჭირთ. ამიტომ იმედგაცრუების შედეგად მუდმივად ნერვული პრობლემები აქვთ.