თეგებით ძიება
21. 03. 2023 ვიდეო

"არ ვიცნობ ეგეთ ადამიანს, ახლა მოდაშია ჩემი მსხვერპლობა" - რას ამბობს შალვა რამიშვილი სკანდალურ ბრალდებაზე? (ვიდეო)

ტელეწამყვანი, შალვა რამიშვილი მის მიმართ ჟურნალისტ, მაკო ჯობუას ბრალდებას ეხმაურება და ამბობს, რომ მას საერთოდ არ იცნობს. ამის შესახებ მან "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა.

"რაო რა დაწერა, არ ვიცი, არ ვიცნობ ეგეთ ადამიანს. როდის იყო, ახლახან თუ? წარმოდგენა არ მაქვს ვისზე ლაპარაკობთ. 7-8 წლის წინ რა იყო, არც ეგ ვიცი. თუ აქვს გზა და იცის როგორც მოიქცეს, მე რატომ მაწუხებთ ეგეთ სისულელეებზე. ახლა მოდაშია ჩემი მსხვერპლობა“, - განაცხადა შალვა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, ჟურნალისტმა, მაკო ჯაბუამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ტელეწამყვან შალვა რამიშვილთან დაკავშირებით  ისტორია გაიხსენა, სადაც ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა