თეგებით ძიება

"18 წლის ასაკში მეც გავხდი მისგან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი!... მანიაკია ჩვეულებრივი" - ანანო იაშვილი შალვა რამიშვილს ამხელს

მსახიობი, ანანაო იაშვილი ტელეწამყვან შალვა რამიშვილს ამხელს და წერს, რომ 18 წლის ასაკში სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა.

"შალვა რამიშვილი აი ეს კაცი არის ყ...ე ! წლებია თავს ვიკავებ, მაგრამ ქალური შეგრძნებები და ვალდებულებები არ მაძლევს იმის უფლებას, რომ სოლიდარობა არ გამოვხატო ყველა ქალის მიმართ, ვინც ეს გაიარა და ვაღიარო, რომ წლების წინ მეც გავხდი მისგან სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი! 18 წლის ასაკში, ბავშვი, რომელიც ვოცნებობდი მსახიობობაზე, ტელევიზიაზე, პირადად მან დამირეკა, დამიბარა გასაუბრებაზე ტელევიზიაში ( TV Imedi ), წინასწარ გამაფრთხილ, რომ გამომწვევად ჩაცმული მივსულიყავი ( პერსონაჟია ასეთიო ) გასაუბრებაზე, რა და როგორ მითხრა და რა გადავიტანე ამას აღარ მოვყვები ამ ეტაპზე. თვეების შემდეგ კიდევ დამირეკა ახალი შემოთავაზებით ( წინაზე უარის შემდეგ)  და წლების განმავლობაში პერიოდულად მიგზავნის ისტერიულად მეგობრობის თხოვნას, მერე აუქმებს, მერე მიგზავნის, მერე აუქმებს .... მანიაკია ჩვეულებრივი და ამ ადამიანს აქვს პლატფორმა, საიდანაც ვიღაცას რაღაცას მოუწოდებს! და თავისუფლად დადის ქუჩებში ... მე კიდე წლები დამჭირდა ამ ტრავმის გადასახარშად 

P.S. 18 წლის გოგოებო, ვინც ოცნებობთ პოპულარობაზე, იცოდეთ, რომ ხშირად იყენებენ მსგავსი პროფესიის ადამიანები (პროდუსერები,რეჟისორები და ზოგადად გავლენიანი ტიპები) თავიანთ სტატუსს და გამოცდილებას, არ გაჩუმდეთ, აუცილებლად თქვით და არავის მისცეთ უფლება ასე მოგექცეთ", - წერს ანანო იაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა