თეგებით ძიება

არასამთავრობო ორგანიზაციები 2-3 და 7-9 მარტს დაკავებული პირების საქმეების შესახებ განცხადებას ავრცელებენ

ერთი მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქმეების სასამართლოში შეტანა და მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ საქმეთა განხილვა პროცედურულად სრულიად არაორგანიზებული სახით მიმდინარეობს, - არასამთავრობო ორგანიზაციები 2-3 და 7-9 მარტს დაკავებული პირების საქმეების შესახებ განცხადებას ავრცელებენ.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2023 წლის 2-3 და 7-9 მარტს, მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ ძალის გამოყენების პარალელურად, ადგილი ჰქონდა დემონსტრანტების მასობრივ უკანონო დაკავებას. იმის მიუხედავად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებულების ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, მათთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგას. ამ დროისთვის საქმეთა განხილვა არ დასრულებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დემონსტრანტების წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს სასამართლოში ეტაპობრივად წარადგენს.

გარდა იმისა, რომ სასამართლოს მიერ ამ დრომდე დაუსაბუთებლად მიღებული დადგენილებები და შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის ჯარიმების შეფარდება კრიტიკას იმსახურებს, პროცედურულად სრულიად არაორგანიზებული სახით მიმდინარეობს ერთი მხრივ, სამინისტროს მიერ საქმეების სასამართლოში შეტანა და მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ საქმეთა განხილვა.

უმეტესად, სამინისტროს წარმომადგენლები მოქალაქეებს გვიან ღამით უკავშირდებიან და ატყობინებენ, რომ მომდევნო დილას უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში ან მხოლოდ 1-2 საათით ადრე აწვდიან ამ ინფორმაციას. აღნიშნულ საქმეებს ამ დროს სასამართლოში საქმეთა განხილვაში მონაწილეობს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მორიგე მოსამართლე განიხილავს, რომლის ვინაობაც ხშირად უცნობია და მისი მორიგე მოსამართლის ვინაობის გაგების შემდეგაც კი შეუძლებელია სასამართლოსგან შემადგენლობისგან პროცესის გამართვის დროსთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება.

ამ პირობებში, ორგანიზაციების ადვოკატებს, რომლებიც ჩართულები არიან დაკავებული პირების უფლებების დაცვაში, დილიდან გვიან ღამემდე, სამუშაო პირობებისა და სივრცის არარსებობის ფონზე, სასამართლოში უშედეგოდ ლოდინი უწევთ ზოგჯერ რამდენიმე საათი, ზოგჯერ კი მთელი დღის განმავლობაში, რაც სრულიად გაუმართლებელია. ამ პირობებში შეუძლებელია მარწმუნებლის ეფექტიანი დაცვა, ასევე მოწმეთა და სხვა ტიპის მტკიცებულებების დროულად მოძიება და სასამართლოში წარდგენა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა