თეგებით ძიება

მუხიანში, ლიფტში ნაპოვნი კაცი, სავარაუდოდ, ჯერ მოკლეს, შემდეგ კი შახტაში ჩააგდეს

თბილისში, მუხიანში ნაპოვნი კაცი, სავარაუდოდ, ჯერ მოკლეს, შემდეგ ლიფტის შახტაში ჩააგდეს და კვალის დაფარვის მიზნით კაბინას ცეცხლი წაუკიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.

მეზობლების თქმით, კაცი იმავე სადარბაზოში, მეშვიდე სართულზე ცხოვრობდა.

წინასწარი ვერსიით, 42 წლის კაცს დანით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. 

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა