თეგებით ძიება

მცენარეულობის მჭამელ დინოზავრს ყველაზე გრძელი კისერი ჰქონდა - მეცნიერების ახალი დასკვნა

როგორი იყვნენ დინოზავრები? მცენარეულობის მჭამელ დინოზავრს, რომელიც ერთ დროს თანამედროვე ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ბალახობდა, შეიძლება ყველაზე გრძელი კისერი ჰქონდა ჩვენთვის ცნობილ ყველა სხვა დინოზავრს შორის. ასე მიუთითებს მისი ნამარხი ძვლების ახალი ანალიზი.

ნამარხის ხელახლა შესწავლისა და მისი ზომებისა და სტრუქტურის სხვა გრძელკისერა ზავროპოდებთან შედარების შემდეგ, მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ M. sinocanadorum-ის კისერი 15,1 მეტრის სიგრძის უნდა ყოფილიყო; მათი აზრით, ასეთი უცნაური პროპორცია შესაძლებელი გახდა ჰაერით სავსე, ფიჭისებრი მალების წყალობით.

„აღმოჩენის დროს, M. sinocanadorum-ი აზიის ყველაზე დიდ დინოზავრად მიიჩნეოდა, ამჟამად კი იმით გამოირჩევა, რომ ერთ-ერთი ყველაზე გრძელი კისერი აქვს ჩვენთვის ცნობილ ზავროპოდებს შორის“, — წერენ პუბლიკაციაში სტონი ბრუკის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი ენდრიუ მური და მისი კოლეგები.

ასეთი პროპორციის კისრის ყველაზე აშკარა დანიშნულება კვებაა, რაც დინოზავრის გიგანტურ სხეულს საკვებზე მარტივად წვდომის საშუალებას აძლევდა. თუმცა, საკვებზე წვდომა ევოლუციის ერთადერთი წარმმართველი არ არის. იურული პერიოდის ჟირაფების მსგავსად, გრძელ კისერს შეიძლება მრავალი სასარგებლო დანიშნულება ჰქონოდა.

„ის შეიძლება ასევე კავშირში ყოფილიყო სექსუალურ წარმოჩენასთან ან იყენებდნენ მამრებს შორის კისრებით ჩხუბში, რაც ძირითადად შეჯვარების ან ტერიტორიისთვის იმართებოდა. თუმცა, დაზუსტებით არაფერი ვიცით. ამ მომენტში, ეს ყველაფერი წმინდა წყლის სპეკულაციაა“, — ამბობს კვლევის ავტორი, ბრიტანეთის ისტორიის ეროვნული მუზეუმის პალეონტოლოგი პოლ ბარეტი.

წყარო: პირველი არხი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა