პუტინი არ გეგმავს მშვიდობას, ის გეგმავს ახალ ომს - იენს სტოლტენბერგი
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ აპირებს უკრაინაში მშვიდობის დამყარებას.
მისი თქმით, რუსეთი მზად არის, რომ მინიმალური სარგებლის მიღების მიზნით, დიდი რაოდენობის ჯარისკაცი გაწიროს.
"პუტინი არ გეგმავს მშვიდობას, ის გეგმავს ახალ ომს. მიმართავს ავტორიტარულ რეჟიმებს, როგორიცაა ირანი ან ჩრდილოეთ კორეა და სხვები, რათა შეეცადოს, რომ მეტი იარაღი მიიღოს. სასტიკი ბრძოლა, რომელიც ახლა კონცენტრირებულია ბახმუტის ირგვლივ აღმოსავლეთ უკრაინაში, აჩვენებს, რომ რუსეთი მზად არის, მინიმალური სარგებლისთვის მაქსიმალური რაოდენობის სამხედროები გაწიროს.
აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და სხვა დასავლური ძალები მზად უნდა იყვნენ, უკრაინას იარაღით, საბრძოლო მასალისა და სათადარიგო ნაწილებით მხარი დიდი ხნის განმავლობაში დაუჭირონ.
ბრძოლები ახლა იმდენად ინტენსიურია, რომ უკრაინა დღეში 4 000-იდან 7 000-მდე საარტილერიო ჭურვს იყენებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.