თეგებით ძიება

"თუ არ ხარ ნომერ პირველი, მე-2 ან მე-3, სჯობს, იცხოვრო გარკვეული კომფორტით, დევნის გარეშე და აკეთო ის საქმე, რისი გაკეთებაც გინდა" - ანტონიო ბანდერასი

სრული სახელი: ხოსე ანტონიო დომინგესი

დაბადების თარიღი: 1960 წლის 10 აგვისტო

დაბადების ადგილი: ესპანეთი

პროფესია: მსახიობი

- როგორ უმკლავდებით შიშს?

- ინტუიციით ვმოქმედებ. 55 წლის ვარ და მინდა, გავაგრძელო საქმის კეთება ისე, როგორც ამას მთელი ცხოვრება ვაკეთებდი. წარმოიდგინე, ვითომ 15 წლის ვარ და კლდეზე ავცოცდი: ვხედავ, რომ ხალხი ხტება, მათ შორის ჩემი მეგობარიც. მე მეშინია, მაგრამ მეც ვხტები.

- დღესაც ასე მოიქცევით?

- მაინც იგივენაირად მოვიქცევი. თხილამურებით სრიალი 40 წლის ასაკში დავიწყე. ახლა შეჯიბრში ვმონაწილეობ. საშობაო ასპარეზობისას დისკვალიფიკაცია მომიხდინეს - თხილამურებზე ძალიან მძიმედ ვდგავარ და ძალიან სწრაფად ვსრიალებ. გავიგე შუმახერის ავარიის შესახებ, მაგრამ მაინც ვაგრძელებ ამ საქმიანობას. ასევე მუსიკას ვწერ იმაზე მეტს, ვიდრე ადრე; მეტს ვკითხულობ. ვგრძნობ, რომ ჯერჯერობით ბუნებრივად ვიზრდები. მე მინახავს ადამიანები, რომლებიც ავად არიან, ანუ მათ ყოველთვის სურთ, 20 წლის იყვნენ, რაც არასწორია. ეს არის საკუთარი თავისთვის ტანჯვისკენ მოწოდება, რადგან ბუნება „დიქტატორია“. ბუნება არ არის დემოკრატიული, ის გაბერებს.

- მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ თქვენ უბრალოდ იღებთ იმას, რაც გეძლევათ?

- ობიექტურად რომ ვთქვათ, დიახ. ეს არ ნიშნავს, რომ არ ვოცნებობ. ვოცნებობ, მაგრამ თამაშის წესებით. მე ვაკონტროლებ ჩემს უნარებს. უბედური შემთხვევა შეიძლება მოხდეს, მაგრამ არ მიყვარს პარაშუტით ხტომა, რადგან ამას ვერ გავაკონტროლებ.

- ისევ ამბიციური ხართ?

- როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, უფრო მეტად ვშფოთავდი რაიმეს მიღწევის გამო, მაგრამ არის მომენტები, როდესაც თქვენ იღებთ, რაც გსურთ და შემდეგ ისვენებთ. საინტერესოა, როცა აკვირდები სხვა მსახიობებს ან უბრალოდ, ადამიანებს, რომლებიც საჯაროდ აღიარებულნი არიან. ხვდები, რომ უკეთესია შენი ცხოვრებისთვის, თუ არ ხარ ნომერ პირველი, მეორე ან მესამე. სჯობს, იცხოვრო გარკვეული კომფორტით, დევნის გარეშე და ამავდროულად აკეთო ის საქმე, რისი გაკეთებაც გინდა. ძალიან ეგოისტი და ამბიციური უნდა იყოთ, რომ ნომერ პირველი პოზიციის შენარჩუნებას შეეცადოთ.

- როგორ ისწავლეთ, რომ არ იყოთ ძალიან სერიოზული?

- ყველაფერზე ვიცინი. მაგალითად, მე არ შემიძლია ვიყო ადამიანებთან, რომლებსაც არ აქვთ იუმორის გრძნობა. იუმორი ირონიას უტოლდება, ირონია კი - ინტელექტს. სიცილი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს იწყება საკუთარ თავზე სიცილით. მნიშვნელოვან საკითხებს პირველ ადგილზე ვაყენებ. პრიორიტეტია ჩემს გარშემო მყოფი ხალხი, ჩემი ოჯახი და ზუსტად ის, რისი გაკეთებაც მე მინდა.

- მამაშენი პოლიციელი იყო. დაგიჭირათ მხარი თქვენს სამსახიობო საქმიანობაში?

- მამაჩემი იყო ალბათ ის ადამიანი, ვინც ყველაზე მეტად დამეხმარა. როცა მადრიდში წავედი და ფული არ მქონდა, ის გამუდმებით მიგზავნიდა - არც ისე ბევრს, რადგან დიდ ფულს ვერ შოულობდა, მაგრამ ყოველთვის იმდენს მიგზავნიდა, რომ თავი გამეტანა. სიკვდილამდე, მან ჰოლივუდში მიხილა. ძალიან სასიამოვნო იყო მამაჩემის დანახვა - ძალიან მოხუცი კაცი, რომელიც იჯდა და იღიმებოდა.

- როგორ ფიქრობთ, თქვენმა მოკრძალებულმა წარმოშობამ უკეთესი მსახიობი გაგხადათ?

- მე არ ვარ ღარიბი ოჯახის შვილი - ბავშვობაში არასდროს მენატრებოდა ჩემი საკვები და ტანსაცმელი, თუმცა ჩვენ საერთოდ არ ვიყავით მდიდრები. მყავს ოჯახის წევრები, რომლებიც მინდორში გლეხებად მუშაობდნენ, ამიტომ ვიცი, რა არის საკუთარი ხელით ყოველდღე შრომა. მე უფრო ამ რეალობასთან ვარ ახლოს. ამან დამაფიქრა იმ პერსონაჟებზე, რომელთა განსახიერებასაც ახლა ვცდილობ. მე რომ მდიდარ ოჯახში დავბადებულიყავი, სხვისი რეალობის გააზრება გამიჭირდებოდა.

- როგორც ჩანს, ფეხბურთელობა გინდოდათ, მაგრამ 14 წლის ასაკში ფეხი მოიტეხეთ და მხოლოდ ამის შემდეგ სერიოზულად დაინტერესდით მსახიობობით. ბედისწერის გჯერათ?

- არა, მე არ მჯერა ბედისწერის. ბედი შეიძლება შენ თვითონ გარდაქმნა.

- თქვენი კარიერა ადასტურებს, რომ ჰოლივუდში როცა დაიწყეთ მსახიობობა, არც კი შეგეძლოთ ინგლისურად კარგად საუბარი.

- ეს, ალბათ, ჩემი ანდალუსიური კულტურის ნაწილია. ანდალუსიელებისთვის სიკვდილის გარდაუვალობის ფაქტი ძალიან აქტუალურია. დანარჩენი ყველაფერი შედარებითია. როცა ძალიან პატარა ვიყავი, კარგად ვიცოდი: სიცოცხლე მხოლოდ ერთია. მთელი ცხოვრება მინდოდა სხვადასხვა ადგილას გამგზავრება. ისეთი განცდა მაქვს, რომ თუ მოწევას თავი დავანებე, მოხუცი მოვკვდები.

- როგორ ფიქრობთ, რა ხდება ჩვენი სიკვდილის შემდეგ?

- აზრზე არ ვარ. მაგრამ მაქვს განცდა, რომ ადამიანი არ იქნება არარაობა. იქ არის რაღაც. სიკვდილის მიღმა არის საიდუმლო, რომელსაც ზოგჯერ ჩვენი ინტელექტუალობის ამპარტავნება ფარავს. მე მჯერა, რომ არის რაღაც, რაც ჩვენ არ გვესმის. მისტერიაში ძალიან კომფორტულად ვცხოვრობ.

https://the-talks.com/interview/antonio-banderas/


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა