თეგებით ძიება

აივანი - შენი პირადი სიმშვიდის კუნძული ქალაქის ხმაურში

როდესაც ბინას ირჩევ, ძირითადად ყურადღებას მისაღებს, საძინებელსა და სამზარეულოს აქცევთ, თუმცა არსებობს სივრცე, რომელსაც ხშირად ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებთ, მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება სახლის ყველაზე საყვარელ ადგილად იქცეს.

დღეს, აივანი მხოლოდ დამატებითი სივრცე აღარ არის. ბინის შეძენისას თუ ქირაობისას, ბევრი ადამიანისთვის სწორედ აივანი განსაზღვრავს, რამდენად მყუდრო და კომფორტული იქნება ყოველდღიური ცხოვრება. ფართო და ფუნქციური აივანი ბინის ღირებულებასაც ზრდის, რადგან ბინის შეძენისას სულ უფრო მეტად ეძებთ ბუნებრივ განათებას, ღია სივრცესა და დასვენების კუთხეს.

მყუდრო აივნის შექმნა - პატარა დეტალები

თუ გსურთ, რომ აივანი ერთდროულად ლამაზი და კომფორტული იყოს, მნიშვნელოვანია სივცრე ზედმეტი ნივთებით არ გადატვირთოთ. დაამატეთ პატარა ყვავილები, რომელსაც მოუვლით, ჩამოსაკიდი ქოთნები და მწვანე მცენარეები. ეს ყველაფერი აივანს ცოცხალს გახდის. ხოლო თქვენივე კომფორტისთვის დაამატეთ, სკამები, რბილი ბალიშები, და თბილი განათება აივანზე, რადგან ეს სრულიად სხვა განწყობას ჰქმნის.

აივნის ტრენდი - მინიმალიზმი

ყველაფრის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სივრცის პრაქტიკულად და გონივრულად გამოყენება. პატარა აივანზეც კი შესაძლებელია მყუდრო და ფუნქციური გარემოს შექმნა, თუ დეტალებს სწორად შეარჩევთ. მაგალითად, ქოთნების კედელზე ან მოაჯირზე განთავსება იატაკის სივრცეს ათავისუფლებს და აივანს უფრო მოწესრიგებულ იერს აძლევს.

მყუდრო ატმოსფეროს შესაქმნელად შეგიძლიათ გამოიყენოთ გირლიანდები, თბილი განათება, პატარა სანათები ან მზის ენერგიაზე მომუშავე ლამპიონები, რომლებიც საღამოს განსაკუთრებით სასიამოვნო გარემოს ქმნის.

აივნის მოსაწყობად იდეალურია:

  • კრემისფერი, თეთრი და ღია ნაცრისფერი ტონები;
  • საკეცი ავეჯი - კომფორტისა და სივრცის დაზოგვისთვის;
  • ხის პატარა მაგიდა და სკამები;
  • მცირე ზომის თაროები - დეკორისა და საჭირო ნივთების პრაქტიკულად განთავსებისთვის;
  • ჩამოსაკიდი მცენარეები.

ბუნებრივი ფერები და ტექსტურები აივნის დიზაინში

დეტალებს დიდი მნიშვნელობა აქვს. აივნის მოწყობისას მნიშვნელოვანია მასალებისა და ტექსტურების სწორად შერჩევაც. ხის დეტალები, რბილი ქსოვილები, ნაქსოვი ბალიშები და ბუნებრივი ფერები სივრცეს უფრო თბილსა და მყუდროს ხდის. თუ ერთმანეთს განსხვავებულ ტექსტურებს შეუხამებთ, აივანი უფრო საინტერესო და ლამაზი გამოჩნდება. ეს ყველაფერი საკმარისია თქვენთვის, რომ თავი იგრძნოთ კომფორტულად.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა