თეგებით ძიება

თბილისში საცხოვრებელი ბინები გაძვირდა - როგორია 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი

თბილისში საცხოვრებელი ბინები გაძვირდა - როგორია 1 კვ.მ-ის საშუალო ფასითბილისში საცხოვრებელი ბინები გაძვირდა - როგორია 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი

2026 წლის მარტში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი ბინები 4.7%-ით გაძვირდა, - ამის შესახებ ირკვევა კვლევითი ორგანიზაცია „ქოლიერსის“ ბაზრის მიმოხილვიდან.

უფრო კონკრეტულად, კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში დედაქალაქში 1 კვ.მ ბინის ფასი საშუალოდ 1 244 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ეს კი მაშინ, როცა 2025 წლის მარტში 1 კვ.მ-ის ფასი 1 188 დოლარს შეადგენდა.

„2026 წლის მარტში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის მარტთან შედარებით 10.9%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 7.4%-ით - ფართო ცენტრში, ხოლო ქალაქის ცენტრში 0.4%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც გამოწვეულია ქალაქის ცენტრში შედარებით დაბალი ფასის მქონე უბნის წილის ზრდით.

ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 4.2% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 3.9%-ით გაიზარდა”, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

თბილისში ბინების გაყიდვები გაიზარდა

რაც შეეხება გაყიდვებს, 2026 წლის მარტში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 913 ერთეული შეადგინა და გასული წლის მარტთან შედარებით 30.9%-ით გაიზარდა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში დედაქალაქის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომამ 36.3%-ით, 321 მილიონ აშშ დოლარამდე მოიმატა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა