თეგებით ძიება

ყველაზე საშიში დღეები 2023 წელს - რატომ გვაფრთხილებენ ასტროლოგები?

გაგაცნობთ 23 წლის ყველაზე საშიშ, არაპროგნოზირებად და არახელსაყრელ დღეებს.

გახსოვდეთ, რომ ყველაზე რთული დღეების საშიშროება, პირველ რიგში, ადამიანის იბადება, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ასეთი პერიოდები ოპტიმისტური განწყობით გადავლახოთ.

პარასკევი, 13

2023 წელს 13 რიცხვი ორჯერ დაემთხვევა პარასკევს – იანვარსა და ოქტომბერში. ეს დღეები, შესაძლოა, ძალზე პრობლემური გახდეს, ამიტომ უნდა მოერიდოთ რიტუალების ჩატარებას, მკითხაობას, არავის არ უნდა უსურვოთ ცუდი. ასევე უნდა მოერიდოთ ჩხუბს, განსაკუთრებით, უცნობებთან და უარყოფითად განწყობილ პიროვნებებთან. ასეთ დღეებში დიდია ჯადოს გაკეთებისა და გათვალვის ალბათობა.

სუპერმთვარეობა 2023 წელს

ამ წელს სულ სამი სუპერმთავარეობა იქნება:

3 ივლისს

1 აგვისტოს

31 აგვისტოს.

სუპერმთვარეობა ნიშნავს სავსემთვარეობას, როდესაც მთვარე უფრო დიდი მოჩანს და უფრო კაშკაშაა. სუპერმთვარეობა – ესაა მთვარის განსაკუთრებული მდგომარეობა, როდესაც მთვარის ორბიტა მაქსიმალურად ახლოსაა დედამიწასთან. საოცრად ლამაზი სანახაობაა, რომელსაც ასევე საშიში შედეგები შეიძლება ჰქონდეს ენერგეტიკული თვალსაზრისით.

2023 წელს საშიში იქნება პირველი ორი სუპერმთვარეობა, ანუ 3 ივლისსა და 1-ლი აგვისტოს.

დაბნელებები 2023 წელს

2023 წელს იქნება ოთხი დაბნელება – ორი მთვარის და ორი – მზის:

20 აპრილს

5 მაისს

14 ოქტომბერს

28 ოქტომბერს.

თითოეული დაბნელება საშიში იქნება, ოღონდ სხვადასხვა ხარისხით. 5 მაისი სარკისებრი დღეა, ამიტომ შეიძლება ეს დღე ერთმნიშვნელოვნად საშიში დღეების სიიდან ამოვიღოთ.

წყარო: sputnik-georgia.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა