"რაც უფრო ხშირად მეუბნებოდნენ, რომ არარაობა ვიყავი, ეს მით უფრო მეტად შთამაგონებდა" - ჩემპიონი ბოქსიორი, მია სენტ ჯონი
ლათონოამერკელი მოკრივე, მია სენტ ჯონი მოძალადე და ალკოჰოლისტ ოჯახში გაიზარდა. მიუხედავად საკუთარი ფსიქიკური პრობლემებისა, ნებისყოფის წყალობით, ის ჩემპიონი მოკრივე გახდა.
მიას ვაჟი, ჯულიანი, შიზოფრენიასთან და ალკოჰოლზე დამოკიდებულებასთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, 2014 წელს, თვითმკვლელობით გარდაიცვალა. მისი ქალიშვილი ასევე ებრძვის ფსიქიკურ დაავადებას, ხოლო ყოფილი ქმარი კრისტოფ სენტ ჯონი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა ალკოჰოლიზმთან დაკავშირებული გულის დაავადებით.
- ნათქვამი გაქვთ, რომ 3-4 წლის ასაკში უკვე განსხვავებულად გრძნობდით თავს. რას გულისხმობთ?
- მშობლებს ვუთხარი, რომ სახლიდან მივდიოდი, რადგან ეს ჩემი ნამდვილი ოჯახი არ იყო. არასდროს ვგრძნობდი თავს კომფორტულად ჩემს სახლში. ბავშვები, რომლებიც ალკოჰოლიკ ოჯახში იზრდებიან, მიხვდებიან, რასაც ვამბობ. ყოველთვის განსხვავებულად ვგრძნობდი თავს, განსაკუთრებით სხვა ბავშვების გვერდით.
- როგორ იმოქმედა ოჯახის წევრების ალკოჰოლიკობამ თქვენს, როგორც არჩევანზე, მოზარდის არჩევანზე?
- ყველგან ალკოჰოლს ვხედავდი და მისი გასინჯვა 12 წლის ასაკში დავიწყე. მარიხუანასაც ვეწეოდი და საკმაოდ რეგულარულად ვსვამდი 13 წლის ასაკში. დედაჩემი მთელი გულით მიყვარდა, მაგრამ მასთან თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობდი. როგორ მექნებოდა იმედი, რომ დედაჩემი მამისგან დამიცავდა - ის თავად იყო მსხვერპლი!
- რამ მოგცათ სიმტკიცე თქვენი მდგომარეობიდან გამოსასვლელად და განსხვავებული მომავლის დასანახად?
- ბავშვობიდან ყოველთვის ვიცოდი, რომ რაღაც დიდს ვაპირებდი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მეუბნებოდა, ნაგავი ვიყავი. რაც უფრო ხშირად მეუბნებოდნენ, რომ არარაობა ვიყავი, ეს მით უფრო მეტად შთამაგონებდა. 1979 წელს ვუყურე ფილმს „როკი“ და წლების განმავლობაში ვოცნებობდი, როგორ გავდიოდი გვირაბში, თოკებზე, წვიმაში და, როგორც ჩემპიონი, ხელებს მაღლა ვწევდი. და ამას წლების განმავლობაში ვხატავდი.
- „როკის“ ყურებამ გიბიძგათ კრივის დაწყება?
- არა, მამაჩემი ბირთვული ინჟინერი იყო, მაგრამ გატაცებული იყო საბრძოლო ხელოვნებით. ასპარეზობა პატარა ასაკში დავიწყე და სიდნეის ოლიმპიადის იმედი მქონდა, მაგრამ არ მეგონა, რომ მოკრივეობა ქალს შეეძლო. 90-იან წლებში, როცა კრისტი მარტინი კრივის დროს ვნახე, ვიფიქრე: „ერთი წამით. ჩემი ოცნება შეიძლება ახდეს".
- შეგიძლიათ ცოტა რამ მომიყვეთ თქვენს შვილზე, ჯულიანზე?
- ჩემი შვილი მხიარული იყო; მას ნებისმიერ ინსტრუმენტზე დაკვრა შეეძლო. დიდი ნიჭი ჰქონდა და კეთილი ბავშვი იყო. ის ძალიან დეპრესიული იყო და 13 წლის ასაკში ნარკოტიკებზე დამოკიდებული გახდა. ხან ციხეში ხვდებოდა, ხან საავადლყოფოში. მშობლებს ვეტყოდი, მიიღონ განათლება შვილებთან ურთიერთობისთვის, განსაკუთრებით, როცა ისინი დეპრესიაში არიან. ცოდნა ძალაა.
https://yourteenmag.com/stuff-we-love/celebrity-interviews/mia-st-john-interview