ლაშა შავდათუაშვილმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს, 73 კგ-ში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა და კოტე კაპანაძემ ფინალურ ბლოკში იასპარეზეს.
ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ბრინჯაოს მედლისთვის ბულგარელი, მარკ ხრისტოვი ვაზარით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე მედალი მოუტანა.
20 წლის კაპანაძემ კი ესპანელ კასეს როკასთან წააგო და შეჯიბრი უმედლოდ დაასრულა. თბილისის გრანდ სლემზე რამდენიმე წუთში მესამე ადგილისთვის დიმიტრი გოჩილაიძე (81 კგ) იჭიდავებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ახალგაზრდა ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვთან დაძაბულ ორთაბრძოლაში წააგო.