თეგებით ძიება

3 ყველაზე შეუთავსებელი წყვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

გთავაზობთ 3 ყველაზე შეუთავსებელ წყვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

მო­რი­ე­ლი - ტყუ­პი

ვექ­ტო­რუ­ლი კავ­ში­რე­ბის მი­ხედ­ვით, რაც არ უნდა გა­საკ­ვი­რად მო­გეჩ­ვე­ნოთ ზე­და­პი­რუ­ლი, ცვა­ლე­ბა­დი ტყუ­პი ერთი შე­ხედ­ვით ძლე­ვა­მო­სი­ლი და ძლი­ე­რი ნე­ბის­ყო­ფის მქო­ნე მო­რი­ე­ლის ბა­ტო­ნია, მო­რი­ე­ლი კი თა­ვის მხრივ მონა. რე­ა­ლუ­რად სწო­რედ ამ თა­ვი­სი ჰა­ე­როვ­ნე­ბით "იმო­ნებს" და წო­ნას­წო­რო­ბას აკარ­გვი­ნებს ტყუ­პი მო­რი­ელს და ამა­შია მათი ურ­თი­ერ­თო­ბის უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მა. მო­რი­ე­ლი ბუ­ნე­ბით ღრმა, ემო­ცი­უ­რი და ექ­სპან­სი­უ­რი ნა­ტუ­რაა, მა­შინ როცა ტყუ­პი გა­მუდ­მე­ბით იც­ვლის აზ­რებს, შე­ხე­დუ­ლე­ბებს, გრძნო­ბებს. ამ ორს შო­რის პრობ­ლე­მა მუდ­მი­ვად იქ­ნე­ბა სწო­რედ ეს ემო­ცი­უ­რი დის­ბა­ლან­სი და აბ­სო­ლუ­ტუ­რი პო­ლა­რუ­ლო­ბა. მო­რი­ე­ლი ვე­რა­სო­დეს შეძ­ლებს პარტნი­ო­რი ტყუ­პი ბო­ლომ­დე და­ი­სა­კუთ­როს და მარ­თოს, რო­გორც ეს მას ახა­სი­ა­თებს ზო­გა­დად პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ტყუპს კი თა­ვის მხრივ ხში­რად გა­ა­ღი­ზი­ა­ნებს მო­რი­ე­ლის ეჭ­ვი­ა­ნი და მე­სა­კუთ­რე ბუ­ნე­ბა. ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ხომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე ძვი­რად უღირთ ამ­ქვეყ­ნად. ერ­თა­დერთ ნა­თელ წერ­ტი­ლად ამ ორს შო­რის შე­იძ­ლე­ბა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ-მენ­ტა­ლუ­რი კავ­ში­რის ალ­ბა­თო­ბა იქ­ცეს. მო­რი­ე­ლი ხში­რად გა­მო­ირ­ჩე­ვა ერუ­დი­ცი­ის მა­ღა­ლი დო­ნით, რაც ტყუ­პის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ბუ­ნე­ბას აი­ძუ­ლებს ხან­გრძლი­ვი დრო­ით შე­ა­ჩე­როს არ­ჩე­ვა­ნი სწო­რედ ამ პარტნი­ორ­ზე.

თხის რქა - სას­წო­რი

მათი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის მკვეთ­რი სხვა­ო­ბა და ემო­ცი­უ­რი დის­ბა­ლან­სია. სას­წო­რი რბი­ლი, დამთმო­ბი, რო­მან­ტი­კუ­ლი და სუ­ლით ხე­ლო­ვა­ნი ნა­ტუ­რაა. თხის რქა კი ცხოვ­რე­ბას ზედ­მე­ტად რე­ა­ლის­ტუ­რად უყუ­რებს. მისი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი მტკი­ცე, სწორ­ხა­ზო­ვა­ნი და ძალ­ზე მყა­რია. იგი არა­სო­დეს იც­ვლის აზრს მარ­ტი­ვად და შე­სა­ბა­მი­სად, არ ეს­მის სას­წო­რის ხა­სი­ათ­ში დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და ლო­ი­ა­ლუ­რო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა. თხის რქის აზ­რით, ცხოვ­რე­ბა შავ-თეთ­რია, სას­წო­რი კი მას ცი­სარ­ტყე­ლას ფე­რებ­ში ხე­დავს და პირ­ქუშ სი­ნამ­დვი­ლე­შიც ახერ­ხებს და­ი­ნა­ხოს ჰარ­მო­ნი­ი­სა და რო­მან­ტი­კის ნა­წი­ლა­კე­ბი. თხის რქა ყო­ვე­ლი­ვე ამას "ფუჭ ოც­ნე­ბად" ნათ­ლავს და ნაკ­ლე­ბად შეს­წევს ძალა, რომ სას­წო­რის სუ­ლი­ე­რი მის­წრა­ფე­ბე­ბი გა­ი­ზი­ა­როს. თხის რქის გვერ­დით სას­წო­რი სი­ცი­ვის­გან "და­ჭკნე­ბა", მას სით­ბოს აშ­კა­რა გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა სა­ი­მი­სოდ, რომ ბედ­ნი­ე­რად იგ­რძნოს თავი ქორ­წი­ნე­ბა­ში – კოც­ნა, მო­ფე­რე­ბა, ჩა­ხუ­ტე­ბა. თხის რქას კი ენის მო­ჩლე­ქით სა­უ­ბა­რი და ემო­ცი­ე­ბის სა­ხალ­ხოდ დე­მონ­სტრი­რე­ბა ჭი­რის დღე­სა­ვით სძულს. სა­ერ­თო მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მათ ხა­სი­ათ­ში სი­ჯი­უ­ტეა, რო­მე­ლიც თხის რქის შემ­თხვე­ვა­ში მარ­თა­ლია უფრო აშ­კა­რა­დაა გა­მო­ხა­ტუ­ლი, მაგ­რამ სა­ტურ­ნი – თხის რქის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა რომ სწო­რედ სას­წო­რის ნი­შან­ში გა­დის ეგ­ზალ­ტა­ცი­ის ზო­ნას, ამი­ტომ სას­წო­რის სი­ჯი­უ­ტე თხის რქი­სას არა­თუ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა, ხში­რად აჭარ­ბებს კი­დეც.

ქალ­წუ­ლი - მერ­წყუ­ლი

კლა­სი­კუ­რი რე­ა­ლის­ტი­სა და ტი­პუ­რი ირე­ა­ლის­ტის დუ­ე­ტია. ქალ­წუ­ლი ცხოვ­რე­ბას ყო­ველ­გვა­რი შე­ლა­მა­ზე­ბის გა­რე­შე აღიქ­ვამს, თა­ვი­სი ნაკ­ლი­თა და წვრილ­მა­ნით. მა­შინ როცა მერ­წყუ­ლი მო­მა­ვალ­ში ცხოვ­რობს და ხში­რად, აწ­მყო და იქ არ­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უმ­ნიშ­ვნე­ლო და არა­არ­სე­ბი­თი ეჩ­ვე­ნე­ბა. ქალ­წუ­ლის­თვის ნე­ბის­მი­ე­რი ოც­ნე­ბა ხელ­შე­სა­ხე­ბი და ას­რუ­ლე­ბა­დია, სხვა მხრივ იგი არა­სო­დეს და­ი­სახ­ვას უტო­პი­ურ მი­ზანს, მერ­წყუ­ლი კი ამ დროს პლა­ნე­ტა ურან­ზე, ღა­მის კლუ­ბე­ბი­სა და გა­სარ­თო­ბი ინ­დუსტრი­ის მთე­ლი ქსე­ლის გახ­სნას გეგ­მავს. რაღა თქმა უნდა ამ დროს ქალ­წუ­ლის ენა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­ძაფ­რით იმუ­შა­ვებს მისი იდე­ე­ბის შე­ფა­სე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ქალ­წუ­ლი კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ მერ­კუ­რის შვი­ლია და ჯი­ბე­ში ხელს არა­სო­დეს ჩა­ი­ყოფს სი­ტყვის სა­ძებ­ნე­ლად. მერ­წყულს მისი და­ცინ­ვა და ცი­ნი­კუ­რი კო­მენ­ტა­რე­ბი, რაღა თქმა უნდა, გა­ა­ღი­ზი­ა­ნებს, თუმ­ცა ურა­ნუ­ლი ბუ­ნე­ბა აშ­კა­რა კონ­ფლიქტს გა­მო­რი­ცხავს. ამი­ტომ, სა­მა­გი­ე­როს ქალ­წულს ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­და­უხ­დის, როცა კარ­ზე სა­კეტს შეც­ვლის და სამ­სა­ხურ­ში წა­სულს, ამ სი­ახ­ლის შე­სა­ხებ მე­უღ­ლის გაფრ­თხი­ლე­ბა და­ა­ვი­წყდე­ბა. ქალ­წუ­ლი მერ­წყუ­ლის კრე­ა­ტი­უ­ლი ნი­ჭით ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე ით­რგუ­ნე­ბა, იმი­ტომ რომ მას მხო­ლოდ აწ­მყო­ში ცხოვ­რე­ბა ეხერ­ხე­ბა. მო­მავ­ლის იდე­ე­ბი ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებს. მაგ­რამ მერ­წყუ­ლის გე­ნი­ა­ლურ იდე­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში თავი შე­საძ­ლოა ხში­რად უნი­ჭო და გა­ნუ­ვი­თა­რე­ბელ მო­ზარ­დად იგ­რძნოს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ვიწ­როდ აზ­როვ­ნებს. სი­ნამ­დვი­ლე­ში, მათ ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბათ, რად­გან ამ ქვეყ­ნად არა­ვის შე­უძ­ლია დე­ტა­ლე­ბის სი­ზუს­ტით შე­ას­რუ­ლოს და­კის­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო ქალ­წულ­ზე უკეთ, მერ­წყუ­ლი თუ მას სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა­ში და­არ­წმუ­ნებს (ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლებს ხომ სა­შინ­ლად არ უყ­ვართ ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბი) ქალ­წუ­ლი შე­საძ­ლოა ძა­ლი­ან მო­ი­ხიბ­ლოს მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა