ავარია კახეთში - 33 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, დაშავდა 2 ადამიანი
კახეთში, დედოფლისწყაროში ავარიას 33 წლის, მამაკაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა რკინის ღობეს შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად, 33 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ორი მგზავრი კი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მგზავრები ავტომანქანიდან გადმოვარდნენ. ექიმების განმარტებით, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.