თეგებით ძიება

თოვლი, წვიმა და ძლიერი ქარი - როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში?

საქართველოში ამინდი გაუარესდება - ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში უახლოეს დღეებში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ცნობით, 28-29 მარტს ტემპერატურა +3+25 გრადუსის ფარგლებში იქნება. 30 მარტს მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ტემპერატურის მნიშვნელობანი კლება 0 +8 გრადუსის ფარგლებში და დასავლეთის ქარის გაძლიერება 25-32 მ/წმ-მდე. 28 მარტი უმეტესად უნალექოდ ჩაივლის და ტემპერატურა +25 გრადუსამდე გათბება. 29 მარტს გაძლიერდება დასავლეთის ქარი, 28მ/წმ-მდე, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. ტემპერატურა 29 მარტს +6 +15 გრადუსის ფარგლებში იქნება, 29 მარტს კი +1+8 გრადუსამდე დაიკლებს.

30 მარტს თოვლია მოსალოდნელი როგორც აღმოსავლეთ, ისევე დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში.

28 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი დედაქალაქში. თბილისში ტემპერატურა +6+20 გრადუსის ფარგლებში იქნება. 29 მარტს მოსალოდნელია წვიმა და ჩრდილო-დასავლეთის ქარის გაძლიერება 20-25 მ/წმ-მდე. ტემპერატურა +9 +22 გრადუსი იქნება.

თბილისში  ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს 30 მარტს. ღამით +4  და წვიმაა მოსალოდნელი, დღე კი +10 გრადუსი იქნება და უმეტესად უნალექო ამინდი. შენარჩუნდება ძლიერი ქარი 20-25მ/წმ-მდე სიჩქარით. 

წყარო: commersant.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა