თეგებით ძიება

"სიბრაზის დროს ნათქვამი სიტყვებით მიყენებული ჭრილობა არასოდეს გაქრება" - როგორ გავაკონტროლოთ ჩვენი ემოცია?

ერთხელ მამამ თავის პატარა ბიჭს, რომელსაც ძალიან ცუდი ხასიათი ჰქონდა, ლურსმნებით სავსე ტომარა მისცა და უთხრა, რომ ყოველ ჯერზე, როცა ბიჭი გაბრაზდებოდა, მას ღობეზე თითო ლურსმანი უნდა დაეჭედებინა.

პირველ დღეს ბიჭმა ღობეზე 37 ლურსმანი დააჭედა. მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ბიჭი თანდათან მიეჩვია გუნება- განწყობის გაკონტროლებას და ნელ-ნელა მცირდებოდა ღობეზე ლურსმნების რაოდენობაც.

ბიჭი მიხვდა, რომ თავისი ხასიათის გაკონტროლება უფრო ადვილი იყო, ვიდრე ღობეზე ლურსმნების დაჭედება.

ბოლოს, დადგა ის დღე, როცა ბიჭი სულაც არ გაბრაზებულა. მან მამას ეს ამბავი უამბო. მამამ ბიჭს დაავალა, რომ ყოველ დღე, როცა საკუთარ სიბრაზეს გააკონტროლებდა, თითო ლურსმანი ამოეღო ღობიდან. გავიდა დღეები და ბიჭმა საბოლოოდ უთხრა მამას, რომ ღობეზე არცერთი ლურსმანი აღარ იყო დარჩენილი. მამამ შვილს ხელი მოჰკიდა და ღობესთან მიიყვანა.

„შენ უკვე კარგად მოქცეულხარ, შვილო, მაგრამ შეხედე ღობეზე არსებულ ხვრელებს. ღობე არასოდეს იქნება იგივენაირი. როცა რამეს ამბობ გაბრაზებული, ის სიტყვები ნაწიბურს ტოვებს, როგორსაც ეს ლურსმნები. ადამიანს დანას თუ ჩაასობ და ამოაცლი, არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ მოუბოდიშებ, მისი ჭრილობა არ გაქრება,“ - უთხრა მამამ შვილს.

მორალი: სიბრაზის დროს ნათქვამი სიტყვებით მიყენებული ჭრილობა არასოდეს გაქრება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა