თეგებით ძიება

რა არის ჯადო და როგორ ვლინდება ის? - გაეცანით ჯადოს სიმპტომებს

ჯადო -ე საა გარკვეულ ადამიანზე განზრახ მიზანმიმართული ბოროტების მიყენება. ჯადოს გაკეთების მიზეზი ბევრია - ეს შეიძლება იყოს შური, ბოღმა, სამაგიეროს გადახდის სურვილი და ა.შ.

ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანი აკეთებს ჯადოს ან უბრალოდ ერთობა შავი მაგიით, ამის გამო კი ისჯებიან მისი შვილები და შვილიშვილებიც კი. 

ჯადოს სიმპტომები - როგორ ამოვიცნოთ ის

არსებობს ჯადოს მრავალი სახეობა. ყოველი მათგანი ადამიანზე სხავადასხვანაირად მოქმედებს და შესაბამისად ჯადოს სიმპტომებიც განსხვავებულია. თუ თქვენს შემთხვევში რამდენიმე სიმპტომი ვლინდება და ამ დროს ჯანმრთელობის პრობლემები არ გაქვთ, მაშინ დასაშვებია თქვენზე ჯადო იყოს გაკეთებული.

1. შესაძლოა გაგიჩნდეთ ძილის პრობლემები. ხშირი უძილობა - გადაღლამდე, მუდმივი სისუსტე და ძილის მოთხოვნილება. ჩნდება აპათია, ადამიანს არ სურს არაფრის კეთება, მას საწოლიდან ადგომის ძალაც კი არ შესწევს, სამსახურში წასვლაზე ან სახლის საქმეების გაკეთებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. თითქოს სულ ძილი უნდა, მაგრამ თავს დადებს თუ არა ბალიშზე, ეს შეგრძნება ქრება და შესაძლოა, მთელი ღამე ჭერის ცქერაში ან ცხვრების დათვლაში გაატაროს.

2. თქვენ ამჩნევთ, რომ თქვენთვის ყველაზე ძვირფასმა ადამიანმა უცებ დაიწყო გაუცხოება. მნიშვნელოვანია, ეს არ აგვერიოს სხვა რამეში. საქმე შესაძლოა სულაც არ ეხებოდეს ჯადოს, მაგრამ როცა გუშინ ყველაფერი გადასარევად იყო და დღეს იგი თითქოს გამოცვალეს, დაფიქრება არ გვაწყენდა.

3. თავი იჩინა სერიოზული დაავადებების სიმპტომებმა, მაგრამ სამედიცინო გამოკვლევის შედეგად არაფერი არ ჩანს, განწყობა კი უარესდება. ეს მდგომარეობა ჯადოს ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი ნიშანია, რადგან ის იმდენად თქვენს ფიზიკურ მდგომარეობას არ ცვლის, რამდენადაც ფსიქიკას და თქვენ გექნებათ იმისი შეგრძნება, რომ გტკივათ მთელი სხეული. მაგრამ ეს უბრალოდ ის ტყუილია, რომელმაც უნდა გადაგრიოთ, გაგაგანერვიულოთ და შფოთში გამყოფოთ.

4. ჩნდება აკვიატებული ცუდი აზრები, სიკვდილის შიში. მუდმივად ფიქრობთ, რომ თქვენ ან თქვენს ახლობლებს რაიმე ცუდი დაგემართებათ. გეჩვენებათ, თითქოს თავში უცხო ხმა ჩაგძახით, რომელიც გიბიძგებთ ცუდი საქციელისკენ ან თვითდაზიანებისკენ. ეს იწვევს საკუთარ გაწონასწორებულობაში ეჭვის შეტანას, თქვენ უფრო და უფრო მეტად ურევთ ერთმანეთში გამონაგონსა და რეალობას.

5. თუ თქვენ სახლში გყავთ კატა ან უკეთესია ძაღლი, შეამჩნევთ თუ როგორ შეცვლიან ისინი თქვენთან დამოკიდებულებას. ცხოველები ძალიან კარგად გრძნობენ ადამიანებს და მათ განწყობას. იმის დანახვაც კი შუძლიათ, რაც ადამიანის თვალისათვის დაფარულია. კატა დაიწყებს თავის მორიდებას და თუ მისი მოფერება მოგინდებათ, ღრენით გაიქცევა. ძაღლმა შესაძლოა, გამოხატოს თქვენს მიმართ აგრესია. თუ მისი საყვარელი პატრონი შეიცვლება, ეს მას სულაც არ მოეწონება.

6. თქვენ იგრძნობთ თუ როგორ მიგატოვათ წარმატებამ. ყველაზე უბრალო ყოველდღიურ საქმეებშიც კი მოგელით ჩავარდნა. გახდებით უფრო გონებაგაფანტული და მოუხერხებელი, ხელიდან დაგიცვივდებათ ყველაფერი. თუ აქამდეც არ იყავით იღბლიანი, ამ სომპტომებს რათქმაუნდა ვერ შამჩნევთ. კონტრასტი მაშინ ჩანს კარგად, როცა ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული, ერთ წუთში უიღბლო ხდებით. ის რომ ყველაფერი ცუდად იყოს, არაა რეალური და აქ ნამდვილად ჯადოსთან გვაქვს საქმე.

7. თვითშფასების დადაბლება. ადამიანს ეჩვენება, რომ მასზე უშნო და შეუხედავი პერსონა ქვეყანაზე არ დადის. უცებ, არსაიდან ჩნდება საკუთარი თავის უნდობლობა და ყველაფერი იმის მიმართ ანტიპათია, რაც ადრე მოგწონდათ საკუთარ თავში. ისევ და ისევ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საკუთარ თავზე ისედაც დაბალი წარმოდგენა აქვთ, ამიტომ ამ სიმპტომს ისინი უბრალოდ ვერ შეამჩნევენ.

8. იწყება დეპრესია და გგონიათ, რომ ამ ქვეყანაზე არავის აღარ სჭირდებით. გინდათ ყველაფრის მიტოვება და სადმე გაქცევა ან თავის მოკვლა. ადამიანი უცებ მოიკვეთავს ყველა ახლობელს და აღარ ეკონტაქტება ყველაზე ახლო მეგობრებსაც კი. მას მხოლოდ საკუთარ თავში ჩაკეტვა და სიჩუმე სურს. ყველა, ვინც წამოიწყებს საუბარს რაიმე თემაზე, დაბლოკილი იქნება და საუბარიც შეწყდება.

9. თუ მოჯადოებულ ადამიანს შევეხებით ჯვრით ან ნაკურთხ წყალში ამოვლებული რაიმე საგნით, მას იმ ადგილას ეწყება წვის შეგრძნება და უვლინდება ალერგიისმაგვარი სიწითლე. უცებ უჩნდება ჯვრის მოხსნისა და ხატების თვალის არედან მოცილების სურვილი.

10. ჩნდება შეგრძნება, რომ შენობაში სადაც ხართ, ცუდი სუნია, მაგრამ ამ სუნს თქვენს გარდა ვერავინ გრძნობს და სინამდვილეში ის არც არსებობს. ეს არასასიამოვნო სუნი თქვენ ყველგან შეგაწუხებთ. მოგეჩვენებათ, რომ ახალმომზადებულ კერძსაც კი ცუდი სუნი აქვს. მისი მიმზიდველი შესახედაობის მიუხედავად.

წყარო: geoastro.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა