თეგებით ძიება

რუსეთში ტვირთები ირიბად, მესამე ქვეყნების გავლით ხვდება - უვლის, თუ არა საქართველო სანქციებს გვერდს?

ეკონომისტმა, გიგა ბედინეიშვილმა განაცხადა, რომ სინამდვილეში რუსეთში ტვირთები ირიბად მესამე ქვეყნების გავლით ხვდება.

"ეს აპრობირებული სქემაა სანქციების გვერდის ავლისთვის. სინამდვილეში რუსეთში ტვირთები ირიბად მესამე ქვეყნების გავლით ხვდება", - განაცხადა ეკონომისტმა "პალიტრანიუსის" ეთერში.

უკრაინასთან ომის შემდეგ მსოფლიომ საქნციები დააკისრა რუსეთს, ამასთან ომის წამომწყები ქვეყნიდან სხვადასხვა კომპანიებმა მუშაობა შეაჩერეს.

ცნობისათვის, საქართველოდან ევრაზიული კავშირის ქვეყნებში რეექსპორტი მნიშვნელოვნად იზრდება. საქსტატის მონაცემებით, ყველაზე დიდი - 1 086,7%-იანი ზრდა ყირგიზეთში ფიქსირდება. ყაზახეთში რეექსპორტი 749%-ით გაიზარდა, სომხეთში 177%-ით, რუსეთში კი 102%-ით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა