თეგებით ძიება

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი - რას გვიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები?

ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში  აქვეყნებს აპრილის ასტროლოგიურ პროგნოზს, რომელსაც უცვლელად გტავქაზობთ.

" 3 აპრილი > მერკური კუროს ზოდიაქოში

11 აპრილი > ვენერა ტყუპის ზოდიაქოში

20 აპრილი > მზე კუროს ზოდიაქოში

 21 აპრილი < მერკურის რეტროგრადულად მოძრაობის დაწყება

6 აპრილს - სავსემთვარეობა, ხოლო 21აპრილს ახალმთვარეობა დაფიქსირდება. თბილისის დროით ეს მოხდება:

სავსემთვარეობა - 6 აპრილს (8:35 საათზე)

ახალმთვარეობა და მზის დაბნელება - 20 აპრილს (8:13 საათზე).

დაძაბული დღეები: 3, 6, 7, 8, 14, 19, 20, 21, 27

ჰარმონიული დღეები: 4, 5, 11, 25, 29

აპრილი, 2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე რთული და წინააღმდეგობრივი თვე იქნება. ის ერთგვარად „აგრძელებს“ მარტში დაწყებულ არცთუ სასიამოვნო ციკლს. ეს იქნება ცვლილებების პერიოდი და ეს ცვლილებები გამოხატული იქნება საკმაოდ მძაფრი და ბობოქარი ფორმით. ეს გამოვლინდება ყველა მიმართულებით - პოლიტიკაში, ბიზნესში, სამხედრო-საომარი მიმართულებით, სპორტში და ხელოვნებაშიც კი. 

აპრილი - ასტროლოგიური „გამოღვიძების“ პერიოდია. მარტში შექმნილი პირველი იმპულსის რეფლექსია სწორედ აპრილში ხდება. 

სხვადასხვა მიმართულებით მოსალოდნელია გამოჩნდნენ ახალი „სახეები“, რომლებიც საკუთარ ინიციატივებს საკმაოდ ამბიციურად გამოავლენენ. გარდა ამისა, ეს სიახლე დაუკავშირდება ახალ შემოქმედებით პროექტებს და სამსახურებრივ ცვლილებებს. ბევრ ადამიანში მოხდება შინაგანი „განახლება“, რომელიც ნელ-ნელა თავს ფიზიკურ სამყაროშიც იჩენს. 

ენერგიის „დეტონაცია“ საგრძნობი ხდება როგორც ინდივიდუალურ, ისე სოციალურ დონეზე. მაგალითად, იმ კავშირების „აფეთქება“, დაპირისპირება ან ჩამოშლაც სწორედ აპრილში მოხდება, რომლებიც ამ პერიოდამდე ნელ-ნელა რეგრესირდებოდა და უკან მიდიოდა.

კატაკლიზმების კუთხით, მკვეთრად მოიმატებს ხანძრებისა და ტექნიკური ავარიების ალბათობა. ეს განსაკუთრებით საგრძნობი იქნება აპრილის პირველ და მეორე დეკადაში. აქედან გამომდინარე, ყველას მაქსიმალური ყურადღება და წინდახედულობა სჭირდება. 

აპრილი ძალიან დიდი ალბათობით გახდება ასე ვთქვათ, შემოტრიალების ბოლო წერტილი რუსეთ-უკრაინის ომში. როგორც ადრე ვუთითებდით, 2023 წლის გაზაფხული - ეს არის რუსეთისთვის დასასრულის დასაწყისის პერიოდი, როდესაც სკეპტიკოსებისთვისაც გასაგები გახდება, რომ რუსეთი  მარცხდება. 

პოლიტიკაში დაძაბულობა პიკს მიაღწევს და მოსალოდნელია ბევრ ქვეყანაში ვიხილოთ პოლიტიკური დაპირისპირებები, რომლებიც მოსალოდნელია ფიზიკურ შეტაკებაშიც გადაიზარდოს. მითუმეტეს, რომ 20 აპრილის მზის დაბნელება და ახალმთვარეობა ვერძის ზოდიაქოს ბოლო, 30-ე გრადუსში მიანიშნებს, რომ შესაძლოა მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე ახალი, სერიოზული შეიარაღებული დაპირისპირებაც კი გაჩნდეს.

ბუნებრივია, აპრილში სასიკეთო ასპექტებიც გააქტიურდება და უპირველესად უნდა გამოვყოთ მერკურის სექსტილური კავშირი მარსთან და სატურნთან 4-8 აპრილის შუალედში. ეს დღეები სასიკეთო იქნება საქმიანი შეხვედრებისთვის, 

მოლაპარაკებებისთვის, შეთანხმებების მიღწევისთვის და საბუთების გაფორმებისთვის. 

მითუმეტეს, რომ მერკური 3 აპრილიდან კუროს ნიშანში გადავა, ამიტომ აზროვნების პროცესი უფრო პრაქტიკული, რეალისტური და პრაგმატული გახდება. 

საერთოდ, კომუნიკაცია, მოლაპარაკება, ინფორმაციის მიღება-გადაცემა სასურველია 4-20 აპრილის შუალედში მოხდეს. 21 აპრილიდან მერკური რეტროგრადული გახდება (15 მაისამდე) და ზემოთ ხსენებულ თემებთან მოსალოდნელია გარკვეული გართულებების და წინაღობების შექმნაც კი.

11 აპრილიდან სიყვარულის და სილამაზის პლანეტა ვენერა ტყუპის ნიშანში გადაინაცვლებს, რაც პირად ცხოვრებასთან და სასიყვარულო ურთიერთობებთან დაკავშირებით სიახლეებს მოიტანს. შესაძლოა ეს იყოს ზედაპირული ურთიერთობა, ფლირტი, მაგრამ მაინც ახალი იმპულსების გაჩენა. 

20 აპრილიდან მზე კუროს ნიშანში გადავა და საერთო მდგომარეობა და დინამიკა შედარებით პასიური გახდება (თუმცა ეს საომარ-სამხედრო თემატიკას ნაკლებად შეეხება). მოსალოდნელია წინ წამოიწიოს ხელოვნებასთან დაკავშირებულმა თემებმა. აპრილის მესამე დეკადა ყურადღებას ითხოვს ეკონომიკასთან, ფინანსებთან და ბიზნესთან მიმართებაში. არ არის გამორიცხული საქმეების დამუხრუჭება ან მოსალოდნელზე პასიური განვითარება, რამაც შესაძლოა გარკვეული არასტაბილურობის და რყევის განცდა გააჩინოს. 20-21 აპრილს მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა, ამიტომ ამ დღეებში არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება", - წერს ასტროლოგი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა