"მომიყევი, მამას რომ შუშაზე ხელი გაეჭრა, მართლა ძვალი უჩანდა?!" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე პატარა შვილიშვილზე?
ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მის პატარა შვილიშვილს მძაფრი სიუჟეტების მოსმენა უყვარს.
"მომიყევი, მამას რომ შუშაზე ხელი გაეჭრა, მართლა ძვალი უჩანდა? - თინას ჭამის დროს უყვარს ნიკოს და ეკას ბავშვობის ამბების მოსმენა.
- სხვა რამეს მოგიყვები, ეგ საშინელება იყო, ვეუბნები.
- საშინელებებს მე კარგად ვუძლებ, - მამხნევებს", - წერს ფანჯიკიძე.