გაეროს უშიშროების საბჭოს ერთი თვით რუსეთი უხელმძღვანელებს
გაეროს უშიშროების საბჭოს ერთი თვით რუსეთი უხელმძღვანელებს.ამის შესახებ BBC წერს.
მიუხედავად უკრაინა მოწოდებისა, დაბლოკონ ეს ნაბიჯი, რუსეთმა დაიკავა გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა.
საბჭოს 15 წევრიდან თითოეული იკავებს თავმჯდომარეობას ერთი თვის განმავლობაში, მონაცვლეობით.
"ბოლოს, როდესაც რუსეთი იყო თავმჯდომარე, 2022 წლის თებერვალში, მან დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. ეს ნიშნავს, რომ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობს ქვეყანა, რომლის პრეზიდენტიც ექვემდებარება საერთაშორისო დაპატიმრების ორდერს სავარაუდო სამხედრო დანაშაულისთვის“ - წერს BBC.
ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია აგრესორი ქვეყნის თავმჯდომარეობას აპროტესტებდნენ, თუმცა მორიგეობის პრინციპით, თავმჯდომარის უფლებამოსილება აპრილში რუსეთს გადაეცემა.