2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
მთელ დღეს კამათში და საკუთარი სამართლის მტკიცებაში გაატარებთ, მაგრამ ეს უსარგებლო დროის კარგვაა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დაძაბულ სიტუაციებს ერიდოთ, თანამოსაუბრე სასიამოვნო კომპლიმენტებით აავსოთ და დღე გაცილებით შედეგიანად ჩაივლის.
კურო
დღეს ახლობელ ადამიანებს თქვენი დახმარება და მხარდაჭერა დასჭირდებათ და იმედი არ გაუცრუოთ - კეთილი საქმეების კეთება თქვენთვისაც სარგებლის მომტანი იქნება. თავი შეიკავეთ გულახდილობისგან ადამიანებთან, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. შესაძლოა, შემთხვევით საიდუმლო ინფორმაცია გაამჟღავნოთ, რასაც მალე ინანებთ.
ტყუპები
მოერიდეთ ადამიანებზე ზეწოლას და რჩევების მიცემას, როცა ამას არავინ ითხოვს. ამ დღეს ყველაზე კარგად ხელოვნებასთან დაკავშირებული საქმეები გამოგდით. ახალი იდეები ან საინტერესო წინადადებები წარმატებას მოგიტანთ და თანამოაზრეებს შეგმატებთ.
კირჩხიბი
სავარაუდოდ, ადამიანებს, რომლებიც თქვენგან ძალიან ბევრს ელიან, იმედებს გაუცრუებთ. არ შეცვალოთ თქვენი დღის გეგმები სხვისი პრობლემების გადასაჭრელად. ახლობლებთან გარკვეული გაუგებრობა და დაძაბულობა მალე გაივლის და ურთიერთობები ისევ გაუმჯობესდება.
ლომი
ამ დღეს ენერგიით სავსე ხართ, მაგრამ ხშირად გარემოებები თქვენ საწინააღმდეგოდ მუშაობენ. თუ საქმე პირველივე ცდაზე არ გამოვიდა, მეორედ უნდა სცადოთ. გირჩევთ, სტრესული მდგომარეობის მოხსნა სპორტული ვარჯიშებით ან სუფთა ჰაერზე სეირნობით სცადოთ.
ქალწული
ამ დღეს თქვენი ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა უამრავ ადამიანს გააოცებს. კოლეგების მხარდაჭერის გარეშეც კი, სრულიად მარტო, მზად ხართ ურთულეს საკითხებს შეეჭიდოთ. კარგი იქნება თუ გამოცდილი ადამიანების რჩევას გაითვალისწინებთ, რომლებიც შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებიან. ეცადეთ, დაწყებული საქმე შუა გზაზე არ მიატოვოთ.
სასწორი
დღეს სასურველია, რომ ურთიერთობა მაქსიმალურად შეზღუდოთ და საყოფაცხოვრებო საქმეები მოაგვაროთ. ეცადეთ, სხვა ადამიანების კრიტიკამ ძალიან არ გაგიტაცოთ - შესაძლოა, ვიღაც უნებურად შეურაცხყოთ და კონფლიქტი გამოიწვიოთ. საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ.
მორიელი
ახალი ურთიერთობები და გამუდმებით ყურადღების ცენტრში ყოფნა ძალიან მოგწონთ. ამის წყალობით, მორიელები ახალი კონტაქტების დამყარებას შეძლებთ და მნიშვნელოვანი ადამიანების მხარდაჭერას მოიპოვებთ. ავტორეკლამა დღეს მნიშვნელოვანი პროექტის დასრულებაში დაგეხმარებათ. დროა საოჯახო ბიუჯეტის კორექტირებისთვის მოიცალოთ.
მშვილდოსანი
მოემზადეთ სიურპრიზებისთვის - ეს დღე შესაძლებლობას გაძლევთ, რომ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. შესაძლოა, ცვლილებებმა თავიდან დაბნეულობა გამოიწვიოს, მაგრამ მოგვიანებით მომხდარის სარგებელს გააცნობიერებთ. გირჩევთ, ახალი იდეები საიდუმლოდ შეინახოთ და ჯერჯერობით, უახლოეს ადამიანებსაც კი არ გაუზიაროთ.
თხის რქა
უმნიშვნელო შემთხვევა ან უცხო ადამიანები მოდუნებასა და დასვენებაში ხელს გიშლიან. გირჩევთ, მნიშვნელოვანი საქმის დაწყება ან შეხვედრები არ დაგეგმოთ და ეს დღე განმარტოებით გაატაროთ. ფიზიკური აქტივობა ან სუფთა ჰაერზე სეირნობა სტრესის მოხსნასა და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
მერწყული
პიროვნული თვისებების წყალობით ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. ხელსაყრელი დღეა კონტაქტების დამყარებისთვის, რომლებსაც უახლოეს ხანებში სამსახურებრივი ან კარიერული საკითხების მოგვარებისთვის გამოიყენებთ. იმედს ნუ დაკარგავთ - ცოტა მეტი დროა საჭირო, რომ თქვენი მიღწევები და დამსახურება შენიშნონ და ღირსეულად დააფასონ.
თევზები
დაძაბული და ნაყოფიერი დღეა. ნუ მისცემთ ემოციებს უფლებას, რომ თქვენს განწყობაზე ან გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინონ. მოერიდეთ კამათს და უხეშობას. ეცადეთ, მეტი დრო საქმის კეთებას დაუთმოთ და ნაკლები - ურთიერთობების გარკვევას.
წყარო: funtime.ge