რომელ თვეში იბადებიან ყველაზე იღბლიანი ადამიანები?
ადამიანის დაბადების თვის გათვალისწინებით, ადვილი ხდება მისი ხასიათისა და თვისებების გაგება. მოდით, გავიგოთ როგორები არიან ამა თუ იმ თვეში დაბადებული ადამიანები და რომელ მათგანს უმართლებს ყველაზე მეტად.
იანვარში დაბადებული ადამიანი არ არის მომთხოვნი. წარმატებული და გავლენიანი პირების გვერდით ის თავს მეტად კომფორტულად გრძნობს და ცდილობს, მეგობრებიც ასეთი წრიდან შეარჩიოს. მომთხოვნია და არ უყვარს, როცა თავისუფლებას უზღუდავენ. ეცადეთ, მის გვერდით მეტად დიპლომატიური იყოთ და აკონტროლოთ თქვენი ქცევები და ქმედებები.
თებერვალში დაბადებული ადამიანი ცხოვრებისეულ საკითხებში ბრძენია, ასევე, გონებამახვილი და გაწონასწორებული. ის არასდროს იბრძვის დიდებისთვის. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სხვის რჩევებს და თავადაც კარგი მრჩეველია. ასტროლოგიურად, თებერვალში დაბადებული ადამიანები დეპრესიისკენ არიან მიდრეკილნი, ამიტომ, უნდა მოერიდოთ მასთან ნეგატიურ თემებზე საუბარს.
მარტში დაბადებულები იშვიათად არიან ბედნიერები და ცხოვრებით კმაყოფილნი. მათ მეტი შრომა უწევთ მიზნის მისაღწევად და საკუთარი სურვილების ასასრულებლად. მიუხედავად ამისა, არასდროს კარგავენ იუმორის გრძნობას და უყვართ ასეთივე ადამიანებთან ურთიერთობა.
აპრილში დაბადებული ადამიანი იმპულსური და მებრძოლია. ხშირად გრძნობს გარშემო მტრების არსებობას. თუ მოინდომა, წარმატებას ადვილად აღწევს. შრომის უნარის გამოვლენის შემთხვევაში, გამდიდრების კარგი შანსი აქვს. უყვარს თამამი გადაწყვეტილებების მიღება და ექსპერიმენტები.
მაისში დაბადებულები ვერ იტანენ, როცა მათზე გავლენას ახდენენ და ცდილობენ, ნაკლებად ეკონტაქტონ მათზე განათლებულ ადამიანებს. ისინი მკვეთრად განიცდიან ამინდის ცვლილებებს, ეს კი იმიტომ ხდება, რომ დედამ ფეხმძიმობის დიდი ნაწილი ტემპერატურის ძლიერი ცვალებადობის პერიოდში გაიარა. ის კი, რაც სამყაროსა და კოსმოსში ხდება, ადამიანზე მუცლად ყოფნის დროსაც აისახება; გარდა ამისა, მათ არ უყვართ გრძნობების გამოხატვა და ჩაკეტილები არიან საკუთარ თავში.
ივნისში დაბადებული ადამიანი ნიჭიერია, თუმცა, ზარმაცი და არაორდინარული. აქვს ქონებისა და სიმდიდრის დაგროვების უნარი; უყვარს ოჯახური ტრადიციები, მეგობრებთან გართობა, ახალი ადამიანების გაცნობა და სასიყვარულო თავგადასავლები.
ივლისში დაბადებული ადამიანი ყველას მიმართ კეთილგანწყობილია და ცდილობს, არავის აწყენინოს; შესაძლოა, რამდენჯერმე შექმნას ოჯახი; ერიდება ჩხუბსა და კონფლიქტებს. მიუხედავად იმისა, რომ ძნელად აღწევს წარმატებებს, ყოველთვის ოპტიმისტია და უყვარს მომავალი გეგმების დასახვა.
აგვისტოში დაბადებულები მეტად დამოუკიდებლები არიან. ისინი ნელ-ნელა აღწევენ მატერიალურ კეთილდღეობას. შეუძლიათ, ბევრჯერ დაქორწინდნენ; უყვართ ფულის ხარჯვა; არიან ამტანები და შეუძლიათ, გაუძლონ განსაცდელს. კოსმიური კანონების მიხედვით, ამ თვეში დაბადებული ადამიანი ადვილად აღწევს ცხოვრებაში წარმატებებს და იღბალიც ხშირად სწყალობს.
სექტემბერში დაბადებულები ჭკვიანები არიან. უყვართ საღი კამათი. ისინი კარგი პოლიტიკოსები და მეცნიერები გამოდიან. ცხოვრების მეორე ეტაპზე ბედნიერად გრძნობენ თავს. მეგობრები და კოლეგები ხშირად ეხმარებიან და ისინიც ერთგულები არიან. თუ გსურთ მის ხასიათს ჩასწვდეთ, აქეთ მისი ქმედებები და ნურასდროს მისცემთ შენიშვნას.
ოქტომბერში დაბადებული ადამიანი გამოირჩევა დახვეწილი გემოვნებით. მას შეუძლია, ირგვლივ ყველაფერი გაალამაზოს და ჰარმონიაში გაცხოვროთ; წარმატებას კი სახელმწიფო სამსახურში აღწევს. არ ეშინია წინაღობების და ცდილობს, ბევრ ხალხს დაუმეგობრდეს; ისმენს ყველას აზრს და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს.
ნოემბერში დაბადებული ადამიანი მუდმივად სხვებზე ზრუნავს. ის ძლიერი პიროვნებაა; შეუძლია გარშემო მყოფი მტრების ადვილად დამარცხება; შესწევს უნარი, ადრეულ ასაკში მიაღწიოს წარმატებებს. ის სხვებზე მეტად განიცდის მთვარის ფაზების ზეგავლენას, განსაკუთრებით კი უჭირს ახალმთვარეობის დროს, რადგან იკლებს მისი ენერგობალანსი.
დეკემბერში დაბადებულები გამოირჩევიან შემტევი ხასიათითა და სიმკაცრით. მათ არ უყვართ ჭკვიანი ადამიანების რჩევა-დარიგებების მოსმენა; ადვილად იკეთებენ კარიერას; ცდილობენ, ცხოვრებაში საკუთარი ადგილი და სახელი დაიმკვიდრონ, მოპოვებულ ავტორიტეტს კი გონივრულად იყენებენ. ისინი კარგად „უგებენ“ კოსმიურ კანონებს, „ხუთიანზე“ აბარებენ ცხოვრებისეულ გამოცდებს და ამის გამო იშვიათად ვარდებიან გამოუვალ სიტუაციაში.
წყარო: "თბილისელები"