5 საუკეთესო მამა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
გთავაზობთ 5 საუკეთესო მამას ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.
ვერძი
ვერძი სამსახურში ტირანია, მეგობრებთან მხიარული და თავქარიანი, შვილებისთვის კი ნამდვილი მეგობარია. ვერძი თავადაც მარადიული ბავშვია, ამის შესახებ მხოლოდ ახლო გარემოცვამ და საყვარელმა შვილმა იციან. ვერძი შვილის დაბადების შემდეგ ხდება მზრუნველი და მიმტევებელი. ბავშვებს უყვართ მამასთან თამაში. მამა თავადაც უშიშარია და შვილებსაც ასეთებად ზრდის.
კურო
მკაცრ კუროს სულის სიღრმეში ძალიან უყვარს შვილები. გრძნობების დემონსტრირება არ გამოსდის, მაგრამ შეუძლია დააკმაყოფილოს თავისი ვაჟებისა და ქალიშვილების ახირებები. ყველაფერს გააკეთებს, რომ ბავშვები გაახაროს და გაანებივროს.
კირჩხიბი
ზოგიერთი კირჩხიბი მამა ბავშვს დედაზე უკეთესად ზრდის. მის გამო შეუძლებელს შეძლებს. დაიცვას მას ცხოვრებისეული პრობლემებისგან, რეალური და წარმოსახვითი მტრებისგან. და ხშირად სხვის შვილებზეც საკუთარივით ზრუნავს. მამა-კირჩხიბს შვილი შეგიძლიათ მთელი დღით დაუტოვოთ, საღამოს ის მოვლილი და ბედნიერი დაგხვდებათ.
ლომი
ყველაფერი საუკეთესო ბავშვებს! - ეს სლოგანი ლომმა მამებმა მოიგონეს. ის მზადაა შეასრულოს თავისი შვილების ნებისმიერი მოთხოვნა. ბავშვები არ იმალებიან და არ კანკალებენ, როცა ცეცხლოვანი მამა ხმას აიმაღლებს, რადგან იციან, რომ ლომი-მამა ძალიან კეთილი, ტკბილი და ფუმფულაა, გაბრაზება მალევე გადაუვლის და ისევ მოსიყვარულე ფისოს დაემსგავსება.
თევზები
მამა-თევზები ბავშვებს ყველაფრის უფლებას აძლევს: გინდა გვიანობამდე თამაში და გართობა, შეგიძლია; გსურს მხოლოდ ნაყინის ჭამა? ერთად მივირთვათ. ვხატოთ კედლებზე, ვიზრუნოთ მიუსაფარ ცხოველებზე. არავითარი აკრძალვა. მამა-თევზები შვილებს სხვებზე ზრუნვას და ხელოვნების სიყვარულს ასწავლიან.