თეგებით ძიება

“არა მგონია, თმის გადაპარსვა ამბის ატეხვად ღირდეს” – არჩილ გამზარდია ლაზარე გრიგორიადისზე

ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში ეხმაურება მარტის აქციების საქმეზე დაკავებული, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის განცხადებას იმის შესახებ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ლაზარეს, თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს.

„წლების წინ, ჩემი ახლობელი დააკავეს, თმის ნაწილი შეღებილი ჰქონდა,  პოლიციაში აგვიხსნეს, რომ საპატიმროში მისთვისვე უკეთესი იქნებოდა თმა გადაეპარსათ და გადაპარსეს კიდეც.

ასე იყო სულ და ეს არაა ახლა მოგონილი წესი.

არა მგონია, თმის გადაპარსვა ამბის ატეხვად ღირდეს.

ვისაც რაიმე შეხება ჰქონია, იცის რომ ასე ხდება“, - წერს გამზარდია.

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 7-9 მარტს თბილისში გამართულ აქციებში მონაწილეობდა, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ  საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა