თეგებით ძიება

სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ლაზარე გრიგორიადისს თმა მთლი­ა­ნად გა­და­პარ­სეს - პენიტენციური განცხადებას ავრცელებს

სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ბრალდებულ, ლაზარე გრიგორიადისისთვის ციხეში თმის გადაპარსვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

პენიტენციურის ინფორმაციით, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დისს თმა მთლი­ა­ნად გა­და­პარ­სეს, მი­თუ­მე­ტეს მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ.

"2023 წლის 31 მარტს 11:00 სა­ათ­ზე N8 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­მო­სახ­ლე­ბულ იქნა ბრალ­დე­ბუ­ლი ლ.გ. და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­ღე­ბი­სას ბრალ­დე­ბუ­ლი გა­ეც­ნო მის უფ­ლე­ბებ­სა და მო­ვა­ლე­ო­ბებს, მათ შო­რის სა­პა­რიკ­მა­ხე­რო მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბას.

მან ისარ­გებ­ლა პა­ტიმ­რო­ბის კო­დექ­სის 36-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­პა­რიკ­მა­ხე­რო მომ­სა­ხუ­რე­ბის უფ­ლე­ბით.

სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს მას თმა მთლი­ა­ნად გა­და­პარ­სეს, მი­თუ­მე­ტეს მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ.

ტყუ­ი­ლია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თით­ქოს­და მას­თან არ შე­უშ­ვეს ად­ვო­კა­ტი. ბრალ­დე­ბულ ლ. გ-ს დაც­ვის უფ­ლე­ბა, ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი პა­ტიმ­რის, სრუ­ლად გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. ბრალ­დე­ბუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბის დღეს­ვე, 2023 წლის 31 მარტს 21:50 სა­ათ­ზე, მო­ი­ნა­ხუ­ლა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 7-9 მარტს თბილისში გამართულ აქციებში მონაწილეობდა, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ  საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა