თეგებით ძიება

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც ფუფუნებაში ცხოვრობა უყვართ

გთავაზობთ ზოდიქოს 5 ნიშანს, რომლებსაც ფუფუნებაში ცხოვრობა უყვართ.

მშვილ­დო­სა­ნი

ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს უყ­ვართ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი. მოს­წონთ მა­ღა­ლი სტა­ტუ­სის ტა­რე­ბა და სხვებ­ზე უპი­რა­ტე­სო­ბის წარ­მო­ჩე­ნა. მშვილ­დოს­ნე­ბი არ იშუ­რე­ბენ უზარ­მა­ზარ თან­ხებს და მზად არი­ან და­ხარ­ჯონ მთე­ლი ქო­ნე­ბა იმ საქ­მე­სა და გა­სარ­თობ­ზე, რაც მოს­წონთ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ნა­დი­რო­ბენ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­სა და გრძნო­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც წარ­მო­იქ­მნე­ბა ამა თუ იმ ფუ­ფუ­ნე­ბის ნივ­თის ფლო­ბით. ამი­ტო­მაც მშვილ­დო­სა­ნი ყო­ველ­თვის ირ­ჩევს თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლეთს ბიზ­ნეს კლას­ში, იყი­დის სა­უ­კე­თე­სო კომ­პი­უ­ტე­რულ ტექ­ნი­კას, ვინ­ტა­ჟურ ნივ­თებს, ძვი­რად ღი­რე­ბულ ტან­საც­მელს, ყვე­ლა­ფერს, რაც სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ა­ნი­ჭებს.

მერ­წყუ­ლი

ჰა­ე­რის ნიშ­ნის ეს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ჯე­ტე­ბის მუდ­მივ გა­ნახ­ლე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. თუ ახა­ლი ტე­ლე­ფო­ნი გა­მო­ვა, ამ ადა­მი­ა­ნებს სურ­ვი­ლი ეუფ­ლე­ბათ და­უ­ყო­ვებ­ლი იყი­დონ და არ და­ე­ლო­დონ ფას­დაკ­ლე­ბას. ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თის ფლო­ბა მერ­წყულს აძ­ლევს შანსს თავი იგ­რძნოს ელი­ტად.

თხის რქა

თხის რქებს უყ­ვართ ლა­მა­ზი ნივ­თე­ბი. თუმ­ცა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლი­ათ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლე­ბიც იყ­ვნენ. ას­ტრო­ლო­გებ­მა იცი­ან, რომ ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან გამ­ძლე­ო­ბი­თა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით: თხის რქებს არ უყ­ვართ აჩ­ქა­რე­ბა და ნელა, გა­აზ­რე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბით მი­დი­ან მიზ­ნის­კენ. იგი­ვე მიდ­გო­მა აქვთ ფუ­ლის ხარ­ჯვი­სას. თხის რქებს ყო­ველ­თვის აქვთ ფუ­ფუ­ნე­ბის ნივ­თე­ბით, რათა თავი კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნონ. სი­ჯი­უ­ტის გამო მიზ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე უკან არ იხე­ვენ. შე­უძ­ლი­ათ ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში წი­წი­ბუ­რა ჭა­მონ, ფული და­ზო­გო და მა­ინც იყი­დი­ან იმას, რაც სურ­დათ.

ლომი

ლო­მე­ბი აღ­მერ­თე­ბენ კომ­ფორ­ტულ და მდიდ­რულ ცხოვ­რე­ბას. ცე­ცხლის სტი­ქი­ის ამ წარ­მო­მად­გენ­ლებს შე­უძ­ლი­ათ ბოლო თეთ­რამ­დე და­ხარ­ჯონ ფული, ოღონდ კი დატ­კბ­ნენ მდიდ­რუ­ლი და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბით. ამის გამო ხელ­ფა­სამ­დე ვა­ლე­ბის აღე­ბა უწევთ. თუ ლომი თქვე­ნი მე­გო­ბა­რი ან მე­უღ­ლე აღ­მოჩ­ნდა, ძა­ლი­ან გა­გი­მარ­თლათ, მუ­დამ გუ­ლუხ­ვი სა­ჩუქ­რე­ბით გა­გა­ნე­ბივ­რებთ.

კურო

ას­ტრო­ლო­გი­ა­ში არ არ­სე­ბობს კუ­რო­ზე უფრო ნარ­ცი­სი ნი­შა­ნი. მას სურს, გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი იყოს მხო­ლოდ მდიდ­რუ­ლი და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბით. ყვე­ლა­ფე­რი - საც­ვლე­ბი, კოს­მე­ტი­კა, ტან­საც­მე­ლი, ფეხ­საც­მე­ლი, ავე­ჯი თუ წიგ­ნე­ბი სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხის და ძვირ­ფა­სი აქვს. უყ­ვარს ფუ­ლის და­ხარ­ჯვა ჭა­მა­ზეც, გურ­მა­ნია. თუ კუ­როს რამე მო­ე­წო­ნა, თან­ხის მი­უ­ხე­და­ვად, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღებს სა­სურ­ველს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა