თეგებით ძიება

სახელმწიფო მინისტრის აპარატი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო მინისტრის აპარატი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის შესახებ განცხადებას აქვეყნებს.

„გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო მორიგი რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობას ასახავს.

კერძოდ, რეზოლუცია გმობს რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და მისი ლეგიტიმაციის მცდელობებს და სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს ადგილზე ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების, მათ შორის ეთნიკური დისკრიმინაციის, სიცოცხლის ხელყოფის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების, საკუთრების უფლების დარღვევის, დევნილი მოსახლეობის სახლების განადგურებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების გამო.

რეზოლუციაში აღნიშნულია გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი, ასევე თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები და ე.წ. „გადასასვლელი პუნქტების” ჩაკეტვა, რაც კიდევ უფრო ამწვავებს მძიმე ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას, ემსახურება რეგიონების შემდგომ იზოლაციას და იწვევს ფატალურ შედეგებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე შეზღუდული წვდომის გამო", - ნათქვამია ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა