ზოდიაქოს რომელი ნიშნები იზიდავენ ფულს მაგნიტივით?
გთავაზობთ, ზოდიაქოს 3 ნიშანს, რომლებიც ფულს და სიმდიდრეს მაგნიტივით იზიდავენ.
ვერძი - ისინი ბუნებით მებრძოლი და დაუღალავი ადამიანები არიან. ვერძი ყოველი მარცხის შემდგომ, უფრო მეტი ენთუზიაზმით იწყებს სასურველი მიზნისკენ სვლას. სწორედ ამიტომაც, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ვერძები ხშირად მდიდრდებიან. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ მათ ფულის შოვნა უფრო ეხერხებათ, ვიდრე დაგროვება.
მორიელი - ისინი ძალაუფლების მოყვარულნი არიან. უყვართ სიფრთხილე, თუმცა, ამავდროულად რისკავენ კიდეც. აქვთ სტრატეგიული გათვლები და შესაბამისად, ფინანსურ სიტუაციაში წაგებული იშვიათად რჩება. ქონებასაც უფრო ოსტატურად აგროვებს. ხანდახან მორიელები ძუნწებიც კი არიან.
მერწყული - ამ ნიშანს აქვს ალღო და მომავლის განსაზღვრა ეხერხება. მათი დიდი ნაწილი არ არის ძუნწი და მომხვეჭელი. სიამოვნებით უნაწილებენ საკუთარ შემოსავალს გაჭირვებულებს. თუმცა ეშინიათ ვალების და არც თავად უყვართ ფულის გასესხება.