თეგებით ძიება

"თარსია ილია მეორე-მეთქი და არ გჯერათ... არც ის გამიკვირდება, თუ დალოცვის მაგივრად წყევლის კიდეც წარმატებულ ქართველებს" - რას წერს თეა თუთბერიძე?

ყოფილი "კმარელი", თეა თუთბერიძე საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ცუდ თამაშებს და პატრიარქთან შეხვერას ეხმაურება და წერს, რომ "ილია მეორე თარსია".

"მე რომ ვამბობ, თარსია ილია მეორე-მეთქი და ნუ დარბიხართ მაგასთან-მეთქი, არავის გჯერათ... არც ის გამიკვირდება, თუ დალოცვის მაგივრად წყევლის კიდეც ევროპაში და ამერიკაში წარმატებულ ქართველებს ის KGB-ეს აგენტი", - წერს თუთბერიძე.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახი, ასევე მომღერალი, ნუცა ბუზალაძე რამდენიმე დღის წინ შეხვდა საქართველოს პატრიარქს.

ცნობისთვის, "ნაპოლის" იტალიის სერია ა-ში, ბოლო ორ ტურში თამაში ცუდად წაუვიდა, რის გამოც კრიტიკა დაიმსახურა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა