რამდენი მილიონის პრეზერვატივებს ყიდულობს ყოველწლიურად საქართველო?
2022 წელს საქართველოში პრეზერვატივების იმპორტი შემცირდა. სულ გასულ წელს ქვეყანაში 2,457,740 დოლარის ღირებულების კონტრაცეპტივები შემოვიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით 10%-ით ნაკლებია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
2017 წლიდან მოყოლებული საქართველოში პრეზერვატივების იმპორტის დინამიკა ასე გამოიყურება:
2017 - $0.83 მილიონი დოლარი, მოცულობა 30.39 ტონა;
2018 - $0.98 მილიონი დოლარი, მოცულობა 38.45 ტონა;
2019 - $1.04 მილიონი დოლარი, მოცულობა 35.17 ტონა;
2020 - $1.36 მილიონი დოლარი, მოცულობა 46.15 ტონა;
2021 - $2.73 მილიონი დოლარი, მოცულობა 65.59 ტონა;
2022 - $2.46 მილიონი დოლარი, მოცულობა 60.98 ტონა;
2023 (იანვარ-თებერვალი) - $0.31 მილიონი დოლარი, მოცულობა 4.84 ტონა;