თეგებით ძიება

ხდება კონკრეტული სივრცის მოწესრიგება, პოლიტიკოსები ცდილობენ, რაღაცას დააკავშირონ - კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე სამუშაოებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიმდინარე სამუშაოებს დაგეგმილ აქციასთან საერთო არ აქვს.

"სხვათა შორის, მე მახსოვს, როდესაც ჩვენ დავიწყეთ პარლამენტის წინ არსებული სივრცის მოწესრიგება და კეთილმოწყობა, მაშინაც იგივე განცხადებები კეთდებოდა. საზოგადოება, ძალიან კარგად შეაფასებს ამ ყველაფერს, ხდება კონკრეტული სივრცის მოწესრიგება, გალამაზება, ამაში ცუდი არაფერია, თუმცა კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, ყოველთვის ცდილობენ, ეს რაღაცას დააკავშირონ. ერთი გვეუბნებოდა, რომ თურმე რიკოთის უღელტეხილი იმისისთვის ჩავკეტეთ, რომ ხალხი დასავლეთიდან აღმოსავლეთში აქციაზე არ წამოვიდეს. ყოველთვის იქნება ასეთი მანიპულაციები, სანამ ასეთი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი გვყავს",  - თქვა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციის წინ მერიამ მოულოდნელად სკვერის მოწყობა დაიწყო, რის გამოც მიმდებარე ტერიტორია შემოღობა. ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მიმდინარე სამუშაოები 21 წლის დაკავებული აქტივისტის მხარდამჭერ აქციას უკავშირდება. აქცია, რომელიც ერთი კვირით ადრე დაიგეგმა, სწორედ კანცელარიასთან უნდა გამართულიყო. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა