თეგებით ძიება

რისი ეშინიათ ზოდიაქოს ნიშნებს?

ასტროლოგები გვიმხელენ, თუ რისი ეშინია ყველაზე მეტად ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს. 

ვერძი

ვერძი თამამი და საკმაოდ მტკიცე ზოდიაქოს ნიშანია. ის უშიშრად ერთვება კამათში, ადვილად იწყებს ახალ პროექტებს, მაგრამ მაინც, ამ ნიშნის წარმომადგენლებს აქვთ სისუსტეები – დახურული სივრცის შიშმა შეიძლება ისინი ნამდვილ სისულელემდე მიიყვანოს. გარდა ამისა, ვერძი უკიდურესად კომუნიკაბელურია და შესაძლოა ვერც კი წარმოუდგენია, როგორია მარტო ყოფნა. ამიტომ,  მათ მარტოობაც აშინებთ.

კურო

ტიპური კურო მყარად და თავდაჯერებულად დგას მიწაზე. ამ ნიშნის წარმომადგენლები თანმიმდევრულები და საოცრად მშვიდები არიან,  იციან, როგორ მოიქცნენ და თავიანთ მიზნებს როგორ მიაღწიონ. როგორც წესი, ისინი წონასწორობიდან ვერაფერს გამოჰყავს, თუმცა ფინანსურმა სტაგნაციამ და კარიერულმა პრობლემებმა შეიძლება კუროს ნიშნის წარმომადგენლების მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვიოს.

ტყუპი

ტყუპებს ძალიან ეხმარებათ კომუნიკაბელურობა – ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ აქტიურად გამოხატონ თავიანთი გრძნობები და ემოციები, სწრაფად მოაგვარონ მათ წინაშე დასმული საკითხები და სასურველ შედეგს მიაღწიონ. ტყუპები აუცილებლად იპოვიან გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან, მაგრამ მათი არაცნობიერი შიში სიბნელის, სიღრმისა და ჩაკეტილი სივრცის მიმართ გარკვეულ სიტუაციებში შეიძლება რთულად გადასალახი აღმოჩნდეს და პანიკამ შეიპყროთ.

კირჩხიბი

კირჩხიბი ძალიან მგრძნობიარე და მორცხვია, მისი შინაგანი სამყარო კი – დაუცველი. ამ ნიშნის წარმომადგენლებს დელიკატური მიდგომა სჭირდებათ, მაგრამ ეს ყველას არ ესმის და  ამიტომ განსაკუთრებით მგრძნობიარე კირჩხიბებში შიშები ადრეულ ბავშვობაში გროვდება. მათ სიბნელის, სხვადასხვა ინფექციისა და განშორების განსაკუთრებით ეშინიათ.

ლომი

ლომის ნიშნის წარმომადგენლები ამაყი ხალხია. მათ ყველაფრის მარტივად ორგანიზება შეუძლიათ,  მოსწონთ საზოგადოების წინაშე ბრწყინვა, ყურადღების მიპყრობა, მაგრამ სწორედ აქ იმალება საიდუმლო – ამ ნიშნის წარმომადგენლებს  შეცდომის დაშვების, არასაკმარისი მიმზიდველობის, ღირსების დაკარგვის, არაღიარების შიში აწუხებთ, უფრო „მიწიერი“ ფობიებიდან კი – სიმაღლისა და დახურული სივრცის შიში.

ქალწული

ქალწულებს ყველაზე მეტად  წარუმატებლობის, შეცდომის დაშვების ეშინიათ, ამიტომ ყველაფერს რამდენჯერმე ამოწმებენ. ისინი საკუთარ თავს უფლებას არ აძლევენ, სხვებს თავიანთი სისუსტე, დაუცველობა, თავის თავში დაურწმუნებლობა აჩვენონ და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ასე მომთხოვნები არიან საკუთარი თავის მიმართ.

სასწორი

სასწორებში ძლიერ შიშს გველები, ბაყაყები და მწერები იწვევენ, მაგრამ ყველაზე მეტად  მათ მარტოობის ეშინიათ – ეს მათთვის ნამდვილი ტანჯვაა. სწორედ ამიტომაა, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლები ოჯახის შექმნას ჩქარობენ. მათ შეუძლიათ „ტოქსიკური“ ურთიერთობებიც კი გააგრძელონ, რათა  მარტო არ დარჩნენ.

მორიელი

მორიელები ძალიან იდუმალი ადამიანები არიან. როგორც ერთ-ერთი ყველაზე ფარული ნიშანი, ის თავისი ფანტაზიებისა და საიდუმლოებების სხვებისთვის გაზიარებას არ ჩქარობს. გარდა ამისა, ზოდიაქოს ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს შეიძლება ჰქონდეს უფრო ორიგინალური და უცნაური – მრგვალი საგნების და დაბალი ადამიანების შიში.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს ყველაზე მეტად შეზღუდვების, დაბრკოლებების, უსამართლობის, კრიტიკის ეშინიათ. მათ სულს ავტორიტეტის დაკარგვის უზარმაზარი შიში იპყრობს, რომ თავიანთ იდეებს ვერ განახორციელებენ  და არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულებენ.

თხის რქა

თხის რქებს ყველაზე მეტად მატერიალური უსაფრთხოების დაკარგვის ეშინიათ. ასევე,  უფრთხიან ცხოვრებაში მოულოდნელ ცვლილებებს და კარიერაში არარეალიზების შესაძლებლობაც ძლიერ აშინებთ.

მერწყული

მერწყულები ინსპირატორები და ნოვატორები არიან. მათში შიშს იწვევს ისეთ გარემოში ყოფნა, რომელიც მათ თვითგამოხატვას უშლის ხელს. მათ პარტნიორთან ურთიერთობისაც ეშინიათ, რადგან ფიქრობენ, რომ შეიძლება დამოუკიდებლობა და თავისუფლება დაკარგონ.

თევზები

თევზებს საჯარო გამოსვლის ეშინიათ და ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვართ. ისინი მეტისმეტად განიცდიან ადამიანების უხეშობას და უსამართლობას. არანაკლებ უფრთხიან ყოველდღიურ საქმეებსა და პრობლემებში ჩაფლობას, რაც მათ სულიერი სიმაღლეების მიღწევაში უშლის ხელს.

წყარო: nostal.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა