თეგებით ძიება

ყოველი მე-6 ადამიანი უნაყოფოა - საგანგაშო მონაცემები

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ზრდასრული პოპულაციის 17.5 პროცენტი უნაყოფოა. ეს ნიშნავს, რომ მსგავსი პრობლემა ყოველ 6 ადამიანში 1-ს აქვს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში არაფერტილურობის მაჩვენებლების მხოლოდ მცირედი სხვაობა გამოვლინდა.

„ის ადამიანებს არ განარჩევს", - ამბობს WHO-ს ხელმძღვანელი.

"ამ დაავადების მქონე მრავალრიცხოვანი პოპულაცია გვიჩვენებს, რამდენად საჭიროა სათანადო მკურნალობაზე ფართო ხელმისაწვდომობა და იმის გააზრება, რომ ეს პრობლემა ჯანდაცვის სფეროში კვლევებისა და მეთოდოლოგიური პოლიტიკის მეორეხარისხოვანი საზრუნავი არაა. აუცილებელია, შევიმუშაოთ უსაფრთხო, ეფექტიანი და ბიუჯეტური გზები, რათა მშობლობა ყველას შეეძლოს, ვისაც ეს სურს", — აცხადებს ტედროს გებრეისუსი

"უკეთესი მიდგომა და საჯარო დაფინანსება მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის. ასევე, ეს გაჭირვებულ ოჯახებს გაღატაკებისგან იხსნის", — აცხადებენ WHO-ში.

ცნობისთვის, უნაყოფობა ნიშნავს, როცა 12 ან მეტი თვის განმავლობაში რეგულარული დაუცველი სქესობრივი კავშირის შედეგად განაყოფიერება ვერ ხერხდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა