როგორ აგვარებენ ზოდიაქოს ნიშნები პრობლემებს?
გაგაცნობთ იმ მეთოდებს, რომლებსაც ზოდიაქოს ნიშნები რთული სიტუაციების მოსაგვარებლად იყენებენ.
მაშ ასე, თუ სირთულეები შეექმნა, რას აკეთებს:
ვერძი
თავად, სრულიად დამოუკიდებლად და ჩუმად მოაგვარებს ყველაფერს.
კურო
თავად მოაგვარებს, მაგრამ შემდეგ ამის შესახებ ყველას გააგებინებს, უკლებლივ ყველას.
ტყუპები
შეეცდება მოლაპარაკების გზით მიაღწიოს შეთანხმებას და კონფლიქტის გაღრმავების თავიდან აცილებას.
კირჩხიბი
მოთქმა-გოდებას წინასწარ დაიწყებს და იმისათვის, რომ დაწყნარდეს, ვინმე სხვას მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. თუკი ასე არ იქნება, მაშინ კიბო თავადაც მშვენივრად მოაგვარებს ყველაფერს. საერთოდ რატომ წუწუნებს ისიც კი გაუგებარია...
ლომი
ლომი კრებას მოიწევევს, ყველაფერს მოაგვარებს და დაალაგებს. მიიღებს შექებას, მადლობას მოიხდის, ავტოგრაფსაც გასცემს და წავა.
ქალწული
თავიდან ძალიან განაწყენდება, განსაკუთრებით თუ გაუთვალისწინებელ სიტუაციაში აღმოჩნდება. მაგრამ დამოუკიდებლად გააანალიზებს ვითარებას, მოიფიქრებს გამოსავალს და მშვიდად მოაგვარებს ყველაფერს.
სასწორი
გადახარშავს სიტუაციას და დაასკვნის, რომ მისთვის ნამეტანია ამდენი რამის მოგვარება, ამიტომ დაიწყებს მათ ძებნას, ვისზეც პასუხისმგებლობის გადანაწილებას შეძლებს.
მორიელი
დააკვირდება, გაიღიმებს, იტყვის, რომ ეს რაღაც სისულელეა და დაივიწყებს.
მშვილდოსანი
დაიბნევა. შემდეგ გონს მოვა. ბევრს იცინებს საკუთარ თავზე, უსიამოვნებაზე და გაიხსენებს, რომ გაცილებით დიდი სირთულეებიც ჰქონია ცხოვრებაში. ყველას მოუყვება გარშემო ამის თაობაზე და მერე დაივიწყებს. მისი პრობლემების მოგვარებაზე ვინმემ უნდა იზრუნოს.
თხის რქა
გამოაცხადებს, რომ მას პრობლმეები არ სჭირდება და წარმოიდგინეთ, ხშირ შემთხვევაში ეს მუშაობს. თუ ამ გზით არ მოგვარდა, შემდეგ საუკეთესო გზას ნახავს და საკითხს გადაჭირს.
მერწყული
საკითხის ხალისიანად შესწავლას დაიწყებს. შემდეგ ისტორიას დაწერს წიგნისთვის, სადაც პრობლემას იუმორს დაუმატებს და სასიამოვნო მოსასმენსა და წასაკითხს გახდის.
თევზები
თევზები ჩუმად განიცდის და ტირის, ამიტომ მათ პრობლემებს არავინ უგვარებს, თავად უწევთ ამის კეთება და რეალურად დახმარებას არც ელიან ვინმესგან.
წყარო: horoskopi.ge